workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ელჩე – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ელჩე – მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრას გამართავს და “რეალს” ჩატარებული მატჩების მიხედვით დაეწევა. 3 დღის წინ იმედი გვქონდა, რომ დღეს მადრიდულ გუნდს ქულებითაც გავუთანაბრდებოდით და დამატებითი მაჩვენებლებით გადავასწრებდით, მაგრამ ლანგლემ ფეხი უადგილოდ მოიქნია და 24 ტურის შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში, “სევილიას” გავასწრებთ და “რეალთან” ჩამორჩენას 2 ქულამდე შევამცირებთ. ლიდერ “ატლეტიკოსთან” კი სხვაობა 5 ქულა იქნება, თან მადრიდელებს ერთით ნაკლები თამაში ექნებათ ჩატარებული. თუმცა ამისთვის დღეს უნდა მოვიგოთ.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონა” ლა ლიგაში წელს ისევ წაუგებელია, მაგრამ წინა ტურში ისეთ გუნდთან დაკარგა ქულები… “კადისი”, რომელსაც ბოლო 4 თამაში წაგებული ჰქონდა, “კამპ ნოუს” ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ეწვია, შინ კი ქულით დაბრუნდა. ან რა შეხსენება გინდათ, ან რა გასაკვირია, რომ ქულები კლემან ლანგლეს უხეში შეცდომის გამო დავკარგეთ. ამის გამო დღეს დიდად ოპტიმისტურად ვერ ვიქნებით, რადგან არ არსებობს ლა ლიგაში გუნდი, რომელსაც “ბარსელონასთან” “კამპ ნოუზე” თუნდაც ქულის აღება არ შეუძლია.

ასეთ გუნდად ვერც “ელჩეს” მივიჩნევთ, რომელსაც ლა ლიგის ბოლო 8 გასვლით თამაშში 3 ფრე და 5 წაგება აქვს. ალიკანტელებმა ესპანეთის ჩემპიონატის გასვლით შეხვედრაში ბოლოს გასული წლის ოქტომბერში მოიგეს.

“ელჩეს” ოქტომბრის შემდეგ ლა ლიგაში არათუ სტუმრად, საერთოდ მოგება არ ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში ახალი მწვრთნელის, ფრან ესკრიბას გუნდმა მასავით მაჩანჩალა “ეიბარს” 1-0 სძლია. ამ მოგების მიუხედავად “ელჩე” გასავარდნ ზონაში რჩება.

დანაკლისი

“ბარსელონას” განაცხადი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ რონალდ კუმანს ანსუ ფატი, სერჟი რობერტო, ფილიპე კოუტინიო და რონალდ არაუხო ვერ დაეხმარებიან.

“ელჩეს” დისკვალიფიკაციის გამო გუნდის ერთ-ერთ ლიდერი, ივან მაკრონე არ ეყოლება. არგენტინელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 18-ჯერ ითამაშა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ძირითადის ცენტრალური მცველის, დიეგო გონსალესის მოედანზე ხილვა.

ურთიერთშეხვედრები

დღეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურად პირველი წრის შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. მე-2 წრის თამაში მიმდინარე სეზონში უკვე ითამაშეს. 24 იანვარს გამართულ მე-20 ტურის მატჩში “ბარსამ” სტუმრად 2-0 მოიგო. გოლები ფრენკი დე იონგმა და შეცვლაზე შესულმა რიკი პუჩმა გაიტანეს.

ეს “ბარსასთვის” “ელჩესთან” მოგებული ზედიზედ მე-5 თამაში, ზედიზედ მე-18 წაუგებელი შეხვედრა და ზედიზედ მე-11 მშრალი მატჩი გამოდგა. ვერაფერს იტყვი, რონალდ კუმანისთვის ერთდროულად 3 ასეთი სერიის შეწყვეტა დიდი გამოწვევაა. “ელჩემ” “ბარსელონას” ბოლოს 1974 წელს მოუგო, როდესაც კუმანი 11 წლის იყო. “კამპ ნოუზე” კი ამ გუნდს არასდროს მოუგია, მაგრამ 25 თამაშიდან შვიდის ფრედ დასრულება მოახერხა. ალიკანტელებმა “კამპ ნოუზე” გოლი ბოლოს 1978 წელს გაიტანეს.

“ბარსელონასა” და “ელჩეს” ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 50-ჯერ უთამაშიათ. “ბლაუგრანას” 29 მოგება, 12 ფრე და 9 მარცხი აქვს. ბურთების შეფარდება – 99-38.

არბიტრი

ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრის განსასჯელად 31 წლის გამოუცდელი არბიტრი, ისიდრო დიას დე მერა ესკუდეროსი მიავლინა.

ეს მსაჯი ლა ლიგის მატჩში მონაწილეობას მეცამეტედ მიიღებს, “ბარსელონას” შეხვედრაში კი – პირველად. დიას დე მერას ერთხელ “ბარსა ბ-ს” შეხვედრაში უმსაჯია. ახალგაზრდა კატალონიელებმა 2017 წელს გამართული ის თამაში საკუთარ კედლებში “ლუგოსთან” 1-2 დათმეს.

“ელჩეს შეხვედრაში დე მერას მონაწილეობა 12-ჯერ მიუღია, რაც მისი პირადი რეკორდია. ალიკანტელებს 4 მოგება, 3 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდათ. ამ 12 მატჩში არბიტრმა 6 პენალტი დანიშნა – 3 “ელჩეს” სასარგებლოდ, ხოლო 3 მეტოქის. ერთადერთი წითელი ბარათი კი “ელჩეს” მეტოქეს უჩვენა.

საინტერესო ფაქტები

  • ამ გუნდების ბოლო 11 თამაშში “ელჩე” გოლის გატანას ვერ ახერხებდა;
  • “ბარსელონამ” “ელჩეს” ბოლო 5 თამაში მოუგო;
  • “ბარსელონას” “ელჩესთან” 18 თამაშია წაუგებელი სერია აქვს;
  • “ელჩესთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
  • “ბარსელონას” ლა ლიგაში 13 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ელჩესთან” გამართულ ბოლო 3 საშინაო შეხვედრაში “ბარსელონას” მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა;
  • ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში ეს გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან 5-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” 8 თამაშია კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან 7-ში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდებმა 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ელჩემ” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში ანგარიშის გახსნის საშუალება მეტოქეს მისცა;
  • ბოლო 5 თამაშიდან “ელჩემ” პირველი ტაიმი 4-ში წააგო;
  • “ელჩეს” ბოლო 10 თამაშიდან 9-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

ხვალ ჩვენი მოწინააღმდეგე მოედანზე თავდაჯერებული გამოვა. მატჩის ბედი ჩვენზეა დამოკიდებული.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, უმტიტი, ფირპო, ბუსკეტსი, პიანიჩი, პუჩი, ტრინკაუ, მესი, დემბელე.

ელჩე (4-2-3-1): ბადია, ბარაგანი, კალვო, ვერდუ, მოხიკა, გუტი, მფულუ, ხოსანი, მორენტე, რიგონი, ბოიე.

SofaScore

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, უმტიტი, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, ტრინკაუ, მესი, დემბელე.

ელჩე (4-2-3-1): ბადია, ბარაგანი, ვერდუ, კალვო, მოხიკა, გუტი, მფულუ, ხოსანი, მილა, რიგონი, ბოიე.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, ტრინკაუ, მესი, გრიზმანი.

ელჩე (4-4-2): ბადია, ბარაგანი, ვერდუ, კალვო, მოხიკა, რიგონი, გუტი, მფულუ, მორენტე, მილა, ბოიე.

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.

ელჩე (4-4-2): ბადია, ბარაგანი, ვერდუ, კალვო, მოხიკა, მფულუ, გუტი, მორენტე, რიგონი, მილა, ბოიე.

პროგნოზი

  • WhoScored: 3-0
  • Sportskeeda: 3-1
  • Sportsmole: 2-0
  • Squawka: 3-0

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 24 თებ 2021, 18:54

    "კადისთან" შეხსენება გინდათ, ან რა გასაკვირია, რომ ქულები კლემან ლანგლეს უხეში შეცდომის გამო დავკარგეთ.
    ამაზე დიდი უბედურება რაღა იქნება, როცა კამპ ნოუზე ქულის დაკარგვას აუტსაიდერთან, ერთ კაცს ვაბრალებთ. ვინ უშლიდათ ხელს რომ 2-3 ბურთი გაეტანათ, 80 წუთი შეტევაში ვიყავით, აი როგორ არ უნდა ინატრო სუარესი, ამ უნიჭო კუმანს რა ვუთხარი.

  • me da barca
    schedule 24 თებ 2021, 17:31

    კუმან, მეორე ნომრად ათამაშე ბარსა, კონტრაზე ეგება გაგვიმართლოს და გაუტანოთ ამ ბობოქარ მეტოქეს.

  • Gaga Bumstead
    schedule 24 თებ 2021, 17:12

    ამათაც თუ ვერ მოვუგეთ აღარაფრის იმედი აღარ უნდა გვქონდეს ამ სეზონში

  • Bobi
    schedule 24 თებ 2021, 14:21

    დღეს მაინც მოიგონ 😅

  • ტერ შტეგენი
    schedule 24 თებ 2021, 13:26

    არვიცი მე როგორ იქნება ამათი საქმე ვეღარ ვხვდები უკვე მოიგებენ წააგებენ მართლა აღარ არსებობს მგონი გუნდი რომელიც ქულას მაინც არ წაიღებს ამათგან სამ ქულას თუ ვერა უკვე ისეთ დონეზე არიან.

  • Giorgi99
    schedule 24 თებ 2021, 11:41

    კოლიადო ათამაშოს, ძაან კარგი ფეხბურთლია. დროა მაგის დებიუტი შედგეს.

  • C.PC5
    schedule 24 თებ 2021, 11:40

    რავი რა ვთქვა?! ესენი გასვლაზე უკეთესად თამაშობენ ვიდრე შინ, ფაქტია ასეა. იმედია დღეს მაინც შეინახავენ კარს მშრალად. შემადგენლობაში ვის ვისურვებდი მაგის ჩამოწერას აღარ დავიწყებ, აზრი არ აქვს კუმანი მაინც "გამოცდილი" ხალხით ითამაშებს "ქულები რომ არ დაკარგოს". კლოუნადაა ჩვეულებრივი.