ლეო მესი ახალი რეკორდის ზღვარზე

ლეო მესი ახალი რეკორდის ზღვარზე

სულ მალე, “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “კადისს” დაუპირისპირდება, გუნდის კაპიტან ლიონელ მესის კი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესების შანსი ექნება. 

თუ მესი მეტოქის კარის აღებას მოახერხებს, ის გახდება პირველი ფეხბურთელი ლა ლიგაში, რომელსაც გოლი 38 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ ექნება გატანილი. არგენტინელს ამის გაკეთება მიმდინარე სეზონის პირველ წრეშიც შეეძლო, თუმცა “ბარსა” იმ მატჩში დამარცხდა. 

“კადისის” ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, მიზანი არც ისე ძნელი მისაღწევი უნდა იყოს. ანდალუსიურმა კლუბმა ბოლო 4 მატჩში ჯამში 15 გოლი გაუშვა. 

მესის რეკორდთან ყველაზე ახლოს რაული და არიც ადურისი არიან – ორივე მათგანს 35 გუნდის კარში აქვს გატანილი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 21 თებ 2021, 20:41
    #3

    იმედია აღარ დაბრუნდება რაული, და რეკორდს არ ჩამოართმევს.

  • neo222
    schedule 21 თებ 2021, 16:24
    #2

    გაიტანს ასიანი

  • M10 S9 D11
    schedule 21 თებ 2021, 15:58
    #1

    მიდი ლომო უნდა მიაჰეთ-თრიკო