ცოტა ხნის წინ ჩვენმა საიტმა ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “კადისთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – დესტი, პიკე, უმტიტი, ალბა – ბუსკეტსი, პედრი, პუჩი – ტრინკაუ, მესი, დემბელე.
როგორც ხედავთ, ჩვენმა მომხმარებლებმა პიკეს ადგილი ისევ სასტარტოში მიუჩინეს, ლანგლეს უმტიტი ამჯობინეს, ხოლო დე იონგი და გრიზმანი დაასვენეს – მათ ნაცვლად არჩევანი პუჩსა და ტრინკაუზე შეჩერდა.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




Puchis magi rad pedri davayene da mingesa destis
პსჟ-თან მატჩის შემდეგ ისევ ბუსკეცს და დემბელეს თუ ინდობთ რაღა გაწუწუნებთ მაშინ. ან უმტიტის რა უნდა ძირითადში. მინგესა მგონი ყველას ჯობს ცენტრალურ მცველებში.
კონრადი განაცხადშიც არ ყავს მემგონი :დდ
ბიჭო რა შეე*ით ამ პიკეს ამის ფარჩაკი…
ჩემი აზრით,დე იონგი-პუჩი-პედრი უნდა სცადოს ნახევარდაცვაში,თუნდაც ერთი ტაიმი.თავდასხმაში კიდევ კადისის დონის გუნდებთან თუ არ მისცა დე ლა ფუენტეს გამოჩენის შანსი,მაშინ პირდაპირ უთხრას სუასავით,არ მჭირდებიო