ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ელის

მესი ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ელის

 

ბუენოს-აირესში, “TyC Sports”–თან ინტერვიუში კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მას ტურნირის “გმირის” წოდების მოპოვებაზე არასოდეს უფიქრია…

 

“სიმართე გახლავთ ის, რომ მე არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ტურნირის “გმირი” გავხდებოდი. მე ახლა მოუთმენლად ველი მის დაწყებას”, აცხადებს მესი და იქვე ამატებს: “ინდივიდუალურ პრიზებს არანაირი ფასი არ აქვთ. ღირებულებებს მხოლოდ ასეთ ტურნირებში გამარჯვება განსაზღვრავს.”

 

“არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში ჩემში განსაკუთრებულ გრძნობებს ჰბადებს. ზეწოლა ახლაც ისეთია, როგორიც ყოველ მატჩში, რომელსაც მე ვატარებ. თუმცა, ეს ზეწოლა მხოლოდ ჩემზე არ არის და ის ჩემს თანაგუნდელებზეც ვრცელდება. მე არ შემიძლია რაიმე შევპირდე ჩვენს გულშემატკივარს. შემიძლია მხოლოდ ვთქვა ის, რომ ჩვენ ამ ტიტულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ”, – დაასრულა ლეო მესიმ, რომელსაც ცოტა ხნის წინ, 24 წელი შეუსრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში