ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ახალგაზრდა კამერუნელი ფეხბურთელი, გაელ ეტოკი “ბარსელონას” ტოვებს…

 

როგორც მადრიდული გამოცემა “AS” იტყობინება, “ბარსაში” ყოფნის 5 წლის შემდეგ, კამერუნელი თავდამსხმელ სამუელ ეტო’ოს ფონდის დახმარებით მოღვაწე გაელ ეტოკი გუნდს ტოვებს. იგი “ხუვენილ ა”–დან “ჩელსიში” მიდის. თუმცა, პირველ წელს იგი პორტუგალიურ “სპორტინგში” გაატარებს, რადგანაც “ჩელსიში” მას ბევრი სათამაშო დრო ცხადია ჯერ ვერ ექნება.

 

18 წლის კამერუნელის გარდა, “ხუვენილ ა”–დან წელს, სხვა გუნდში კიდევ სამი ფეხბურთელი გადაბარგდა.  ბელიერინმა და ტორალმა ლონდონში, მეთოფეთა რიგებში გადაინაცვლეს, ხოლო პოლ გარსია იტალიაში, კერძოდ კი ტურინში, “იუვენტუსის” ღირსების დასაცავად გაემგზავრა.

 

გაელის “სპორტინგში” პრეზენტაცია ამ ზაფხულს, 5 ივლისს შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში