ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “მოედნის გარეთ რონალდოსგან განსხვავებული ვარ”

მესი: “მოედნის გარეთ რონალდოსგან განსხვავებული ვარ”

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას ფორვარდმა, ლიონელ ანდრეს მესიმ, განაცხადა, რომ მას არ უყვარს, როდესაც ადარებენ პორტუგალიელ შემტევს, კრიშტიანო რონალდოს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

არგენტინელის თქმით, ის რადიკალურად განსხვავდება რონალდოსგან: “ყოველი ადამიანი ჩანს ისეთი, როგორიც არის. მე ძალიან არ მიყვარს ასეთი შედარებები. მაგალითად გეტყვის იმას, რომ არ მიყვარს ისეთი ცხოვრება, როგორიც მოსწონს რონალდოს. მე უფრო თავშეკავებული ადამიანი ვარ და მიყვარს ახლობლების წრეში ყოფნა. მეგობრები და ნათესავები მუდამ გვერდში მყავს. ჩემზე ბევრი ჭორი ვრცელდება, მათ შორის ქალებთან ურთიერთობები და სკანდელები, მაგრამ ეს ყველაფერი არის ტყუილი”. დაასრულა ლიონელ ანდრეს მესიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში