კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ (პეპ) გვარდიოლა, ძალიან გახარებულია იმით, რომ ტიაგო ალკანტარამ კონტრაქტი გაახანგრძლივა “ბარსასთან”. შეგახსენებთ, რომ ტიაგო “ლურჯ–ბროწეულისფერთა” საკუთრებაში 2015 წლის 30 ივნისამდე იქნება. იტყობინება “უეფას” ოფიციალური ვებ–გვერდი.
“ტიაგოს შეუძლია მოგვცეს ის, რაც ზოგჯერ არ გვაქვს. ხანდახან ის ისეთ რაღაცეებს აკეთებს მოედანზე, რომ უბრალოდ ვვოცდები”. განაცხადა გვარდიოლამ.
ალკანტარა “ბარსას” აკადემიაში 13 წლიდან იზრდება და პირველი დებიუტი ძირითად გუნდში 2009 წლის მაისში ჰქონდა. მას შემდეგ ტიაგომ 19 მატჩი გამართა ესპანეთის ჩემპიონატში.
