დღეს ჩვენმა საიტმა ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
ახალ რუბრიკაში მომხმარებლების ჩართულობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც გვაიძულებს არა მხოლოდ მომავალშიც გავაგრძელოთ ის, არამედ უფრო დავხვეწოთ კიდეც.
წარმოგიდგენთ “სევილიასთან” დღეს გასამართი მატჩისთვის Barcamania.ge-ს შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – მინგესა, უმტიტი, ლანგლე, ალბა – ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი – მესი, გრიზმანი დემბელე.
რონალდ კუმანი შემადგენლობას დაახლოებით ორ სააათში დაასახელებს და ვნახოთ, რამდენად გამართლდება ჩვენი მოლოდინი.




მაქსიმალურად ობიექტური ვიყავი.
უმტოდა პუჩი❤️
პედრის ნაცვლა პუჩი
პედრიმ უნდა დაისვენოს 3-4-3 ტაქტიკით უნდა გავიდეთ და ტრინკაომ ითამაშოს
იმედია პედრის არ ათამაშებენ
ამოასუნქონ ცოტა ეგ ბავშვი
მეც ეს შემადგენლობა ავირჩიე, პედრი კი ჩავსვი მაგრამ შეიძლება არ გარისკოს პირველივე წუთიდან
აი საღოლ თქვენ. პედრი ლაზარეთშია და კლონს თუ ათამაშებთ არ ვიცი!
მე მივეცი ხმა 4-3-3 წყობას და რატომ წერთ არავის მიუციაო?
ეს შემადგენლობა მეწერა მეც ზუსტად, ერთადერთი პედრი დავასვენე და მორიბა ჩავსვი 😁 ვერ გავრისკე, მარა კუმანისთვის სულ ერთია მგონი, ფეხზე თუ დგას ათამაშებს მაინც
უმნიშვნელოვანესი მატჩი კი არის მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კოპაზე მეორე მეკარეს აყენებდნენ ხოლმე მწვრთნელები. 300 კაციდან თუ ნეტუს მეტი არავინ დაუჭერდა მხარს მართლა არ მეგონა :დდ
ეს დავწერე მეც ზუსტად
როცა დაცვას ასე ამძიმებ რამაც გაამართლა წინაზე პუჩის პედრის ნაცვლად გამოყვანა და მორიბას ბუსკეცის ნაცვლად შემოყვანა თუ თამაში არ წაგვივიდა შეტევაში კარგად საჭირო იქნება. სხვა დაცვაში იმდენი კაცი დგას ლენგლეს შეცდომა რომელიმემ უნდა გამოასწოროს და ზოგადად ერთმანეთი უნდა დააზღვიონ. დესტის უკან კაცი რო ეგულებოდა უფრო თამამად თამაშობდა წინაზე სევილიასთან. შანსი გვაქვს გასვლის კუმანმა თუ. ტაქტიკურად არ მოჩვარა რამე
ნუ წინა თამაშში რა შემადგენლობაც იყო იგივე აირჩია გულშემატკივარმაც ესეიგი. რა დასამალია მეც ესე დავწერე ზუსტად😆😉 მაგრამ ლოპეტეგი შტერი არაა რომ არ ემუშავა ამ ვარიანტზე და არ გაეშიფრა რა მინუსები აქვს ასეთი ფორმაციის ბარსას და რა პლიუსები🤔 ასე რომ სევილიასგან მაინც საფრთხეს ველოდები
აი ლენგლე რატო ამიხსენით გთხოვთ
მდაა, არ გამოვა ჩემგან მწვრთნელი, ნუ მინიმუმ კუმანის დონის.
დამაგვიანდა თუმცა ისეთი ტაქტიკით გამოდის კუმანი მაინც ვერ გამოვიცნობდი 😁💙❤️