workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფინანსური კრიზისის გამო, კოუტინიო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს – CatRadio

“ბარსელონას” ფინანსური კრიზისის გამო, კოუტინიო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს – CatRadio

იმ შემთხვევაშიც, თუ ფილიპე კოუტინიო მუხლის ტრავმისგან დროულად გამოჯანმრთელდება, “ბარსელონა” მას ამ სეზონში თამაშის შესაძლებლობას არ მისცემს – იუწყება CatRadio. ყოველ შემთხვევაში, კლუბი იმაზე ნამდვილად იზრუნებს, რომ ბრაზილიელმა “ბლაუგრანას” მაისურით კიდევ 7 თამაში არ ჩაატაროს.

ამის მიზეზი კატალონიური კლუბის ფინანსური კრიზისია. თუ ამ პერიოდში ბრაზილიელი ნახევარმცველი “ბარსელონას” მაისურით 7 შეხვედრას ჩაატარებს, კლუბს მოუწევს “ლივერპულს” პრემიის სახით 5 მილიონი ევრო გადაუხადოს, როგორც კონტრაქტის პირობებშია.

CatRadio-ს ინფორმაციით ფინანსური კრიზისის ფონზე “ბლაუგრანა” ამ სცენარს თავიდან აიცილებს, მით უმეტეს, როცა კატალონიელებს კოუტინიოს ტრანსფერისთვის 29 მილიონი ევროს ოდენობის ვალი კიდევ აქვთ.

28 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა დეკემბრის თვეში მიიღო და სავარაუდოდ სრულად აპრილში იქნება გამოჯანმრთელებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 11 თებ 2021, 08:06

    ხოდა 6 თამაში ათამაშონ და მერე გაუშვან რასაც მოგვცემენ.

  • Bakero
    schedule 10 თებ 2021, 23:32

    ეს ის არის ხო ბარსელონამ თავის ისტორიაში ყველაზე ძვირი რომ გადაიხადა rage rage rage თავის პოზიციაზე არ ათამაშებენო თავის პოზიციაზეო laughing laughing laughing მარცხნიდან ნახევარმცველი იყო , ცენტრში შემტევი იყო (10 უნდოდა და იყო ) ერთი კარში არ დაუყენებიათ თორემ სადაც შეეძლოთ ყველა პოზიციაზე ათამაშეს laughing laughing laughing და ეხლა ვის შეტენონ იმაზე ფიქრობენ

  • ო.ბ
    schedule 10 თებ 2021, 21:42

    5 მილიონის გამო თუ მაგდენს ფიქრობენ მალადეც 😅😅

  • neo222
    schedule 10 თებ 2021, 21:37

    კოუტინიოს ტრანსფერი არაფერში გამოადგა გუნდს და ამასობაში მასში დიდი თანხა გადაიხადეს. ძაან მინდოდა ათამაშებულიყო მარა არ გამოვიდა. სამწუხაროა მაგრამ მოვიდა დრო ამის წასვლის

  • M10 S9 D11
    schedule 10 თებ 2021, 21:25

    ვაფშე გასაყიდია ეს

  • MARADONA1968
    schedule 10 თებ 2021, 20:45

    კოუ არაა გასაშვები და აბუჩად ასე ასაგდები!
    სწორი მიდგომა მწვრთნელის მხიდან და ეგაა!
    აბა დაიტოვეთ ბრეითა რეგვენებო

  • B.A.r.c.A
    schedule 10 თებ 2021, 20:22

    გაუშვით საერთოოთ ეს მაიმუნი კაცი და ის თითებიც გააყოლეთ დასჭირდება ერთ ადგილას გასაკეთებლად

  • me da barca
    schedule 10 თებ 2021, 20:22

    5 მილიონის ერთად აღებული არ გაუკეთებია ამას ბარსასთვის, სამაგიეროდ თავი გაიგიჟა ბავარიასთან და გუნდის გაბანძებაში დიდი როლი ითამაშა. მოაშორეთ ეს მტირალა ჩმორი აქედან, რამხელა ფული გადაყარა ბართომ ამ ნაგავში, ბართოს ოჯახი მოვიკითხე უკვე მეათასედ.

  • Iniesta_8
    schedule 10 თებ 2021, 20:18

    მარტო მაგიტომ დასახვრეტი ბართომეუ კოუსა და დემბელეში 100 მილიონი რო გადაიხადა და 40 მილიონის ბონუსები გააფორმა.

  • shu1987
    schedule 10 თებ 2021, 20:17

    ახალგაზრდებმა ისე დაიწყეს და. Ისეთ ᲗამაᲨის Მინდა და მოტივაციას ვხედავ კოუტინიო Ბარსაში Აღარც უნდა განიხილებოდეს, ტიპი რა კრეატიულია რა დარტყმა და პასი მაგრამ რად გინდა Ბარსაში Შენელებული კადრი ტიპი ყველა Შეტევას ანელებს და რეალურს და Ღირებულს ვერაფერს ქმნიდა, ამას პედრი-პუᲩი ასი ᲗავიᲗ სჯობს.

  • nika 54
    schedule 10 თებ 2021, 20:06

    ესეც კაი ჭირი შევიტენეთ რა.

  • riva
    schedule 10 თებ 2021, 20:04

    ზაფხულში აუცილებლად უნდა გავყიდოთ. ზედმეტად მაღალანაზღაურებადია სკამისთვის.

  • BEQA BARCA
    schedule 10 თებ 2021, 19:40

    7დან 6 თამასში ითამაშებს მეტში მაინც არ გვინდა. ნუ გააჩნია ფორმას მაგრამ ბარსაში კოუ სტქბილურად ფორმაში არ მინახავს. ისე როგორ მეიმედებოდა კოუ☹ ეს კონტრაქტი იმ შმართომეუს ბრალია სუკ😠😡