“ბარსელონასა” და “ბეტისის” მატჩის პარალელურად, ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელების მეტოქე – “პარი-სენ ჟერმენი” სტუმრად “მარსელს” ეთამაშება. ფრანგებმა “ბლაუგრანას” მსგავსად პირველ ტაიმში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ანხელ დი მარია დაკარგეს, რომელმაც მე-11 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
“პარი-სენ ჟერმენისა” და “ბარსელონას” პირველი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში 17 თებერვალს გაიმართება. არაუხოს მსგავსად, ჯერჯერობით უცნობია თუ რა სირთულისაა დი მარიას დაზიანება.




აი დარდი
ძალიან კარგი