workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ნათქვამი, შესაძლოა, სხვანაირად გაიგოთ – პოჩეტინომ მესიზე საუბარს თავი აარიდა

ჩემი ნათქვამი, შესაძლოა, სხვანაირად გაიგოთ – პოჩეტინომ მესიზე საუბარს თავი აარიდა

ლიგა 1-ის მორიგი ტურის ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ, სადაც პსჟ-მ 4-0 იმარჯვა, მაურისიო პოჩეტინომ ანხელ დი მარიას ბოლოდროინდელ კომენტარზე და მესის გარშემო არსებულ ჭორებზე საუბარს თავი აარიდა:

“არ მსურს ფეხბურთელების კომენტარებზე საუბარი. ჩემი ნათქვამი, შესაძლოა, სხვაგვარად გაიგოთ. ამ ნათქვამს სხვა ქვეყანაშიც თავისებურად გააჟღერებენ.”

“არ მინდა კონკრეტული სახელების თქმა და მომავალზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი სულ სხვა მიმართულებით განვითარებაზე მუშაობს. ხოდა, მოდით, კლუბს თავი დავანებოთ და წყნარად მოქმედების საშუალება მივცეთ. ასეთ შემთხვევაში წარმატების მიღწევის მეტი შანსი გვექნება.

რონალდ კუმანმა და ჟოან ლაპორტამ პარიზულ გუნდს საჯაროდ მოუწოდეს, რომ მესის სატრანსფერო მანიპულაციების გამო, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

Goal-ის ინფორმაციით კი, ლეო ამდენი სპეკულაციით უკვე დაიღალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 05 თებ 2021, 02:50

    გარკვევით თქვა მესიმ, არჩევნებს დაველოდები და მანამდე არცერთ გუნდთან არ მექნება კონტაქტიო, მაგრამ ჭორიკანა ჟურნალისტებს რა გამოლევს.

  • Albicelecte
    schedule 04 თებ 2021, 22:55

    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    კვარაცხელია ლიგა 1-ში ცოდოა, ძალიან იჩეხებიან და შხამიანი ცელივით ბუცებით დარბიან
    უფრო ბუნდესლიგა ან სერია-ა

  • Always cule
    schedule 04 თებ 2021, 22:23

    არ წამოვა მესი მანდ, ტყუილა ოცნებობთ.