ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე გუნდში არსებულ ატმოსფეროზე საუბრობს

დელ ბოსკე გუნდში არსებულ ატმოსფეროზე საუბრობს

 

როგორც ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებამ ამ სეზონში ეროვნულ ნაკრებზეც იმოქმედა…

 

“ჩვენ ეს იარები რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშუშოთ. ამ ბოლო მატჩებმა დაგვანახეს, რომ არსებობს ხალხი, რომლებიც სპეციალურად ქმნიან ამ დაპირისპირებებს ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად. ჩვენ ახლა ამ სიტუაციიდან დიპლომატიურად უნდა ვცადოთ გამოსავლის პოვნა. ვიმედოვნებ, ეს სიტუაცია აღარ გაღრმავდება, რადგანაც ასეთი ატმოსფერო სერიოზულ შეცდომებს დაგვაშვებინებს. ასეთ სიტუაციები ხშირად ჰბადებს ეჭვებს, თუმცა ჩვენ პატივისცემა არ უნდა დავკარგოთ. თუ ჩვენ გამარჯვება გვსურს, მაშინ კარგი ატმოსფეროს შექმნა მოგვიწევს”, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს “AFP”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში