დღეს საღამოს ტიაგო ალკანტარამ მოულოდნელად ოპერაცია ჩაიტარა, რათა მოეგვარებინა ცხვირის პრობლემა, რომელიც მას უკვე კარგა ხანია აწუხებდა.
”ბარსელონას” სამედიცინო სამსახურის ცნობით ოპერაცია ჩატარდა ტერასაში, კლინიკა ”Clínica Mutua”-ში. ტიაგოს აღსადგენად 10 დღე დასჭირდება.
ნახევარმცველი ოპერაციას ბრწყინვალე სეზონის დასრულებისთანავე დათანახმდა, როცა ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.
