ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”მანჩესტერს” ტიაგო სურს

”მანჩესტერს” ტიაგო სურს

ალექს ფერგიუსონს სურს ტიაგო მისი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახადოს მომავალში და მზადაა ფეხბურთელში 20 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.

21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ტიაგომ უკანასკნელი გოლი გაიტანა და მთელი რიგი კლუბების ყურადღება მიიქცია ამით.

ამჟამად ფეხბურთელის მომავალი ბურუსითაა მოცული, მიუხედავად იმისა, რომ ტიაგომ ”ბარსაში” დარჩენის სურვილი გამოთქვა. ინგლისელები თვლიან, რომ ესპანელ-ბრაზილიელი არც მეტი, არც ნაკლები სრულფასოვნად შეცვლის პოლ სქოულზს.

თუკი თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ტიაგოს სესკის ტრანსფერში გამოიყენებდნენ ახლა ახალგზარდა ფეხბურთელის მომავალი კიდევ უფრო ჩაიხლართა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში