”ბარსელონამ” ”არსენალს” ესპანელ ნახევარმცველ, სესკ ფაბრეგასში მორიგი შეთავაზება, 31 მილიონი ფუნტის სახით გაუკეთა, გადმოგვცემს The Telegraph.
ლონდონური კლუბი კი არ აპირებს კაპიტნის 45 მილიონ ფუნტზე ნაკლებ ფასად გაშვებას, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ შეიძლება ეს თანხა როგორმე შემცირდეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ”ბარსელონამ” ლონდონელებს სესკში 30 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: ”არ დაბრუდეთ, სანამ სერიოზული შეთავაზება არ გექნებათ”.
