უახლოეს დღეებში ”ბარსელონას” და ”უდინეზეს” ხელმძღვანელები გამართავენ გადამწტყვეტ რაუნდს ალექსის სანჩესის კატალონიურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით.
ამჟამად კლუბებს შორის განხეთქილებაა. ადრე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ კლუბებმა მიაღწიეს შეთანხმებას სანჩესის ტრანსფერზე, თუმცა ახლახანს ცნობილი გახდა, რომ კლუბებმა ვერ მოილაპარაკეს სატრანსფერო თანხის გადახდის შესახებ, გადმოგვცემს marca.
”ბარსელონას” ჩილელი ფეხბურთელის სატრანსფერო თახის გადახდა ერთიანად არ სურს, მაშინ როცა ”უდინეზე” მყარად დგას თავის პოზიციაზე და მთლიან თანხას ერთდროულად ითხოვს.



