workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის შთამბეჭდავი სტატისტიკა “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ

მესის შთამბეჭდავი სტატისტიკა “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ

ესპანეთის თასის 1/8 ფინალში “ბარსელონამ” სტუმრად “რაიო ვალიეკანო” დაამარცხა (2-1). ამ გამარჯვების შემდეგ, ლიონელ მესიმ მადრიდელებთან პირადი სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესა. 

მესის “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, არგენტინელს ახლა მადრიდელების კარში 18 გოლი აქვს გატანილი. 

“ბარსელონას” კაპიტანი კლუბის მაისურით 650 გოლიან ნიშნულსაც მიუახლოვდა (649 გოლი, 754 მატჩში). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 28 იან 2021, 16:17

    ის გოლი უნდა გაეტანა მიაწვინა მთელი რაიო

  • tigresa
    schedule 28 იან 2021, 15:46

    ციტატა: BlauGrana_DS
    ის გოლი გაეტანა მესის, რას გავიხარებდი…
    ისე მაგარი უიღბლობა სდევს ამ სეზონში ბარსას, ვინ დაგვთარსა მე იმის…
    ამდენი შტანგა და ასეთი მომენტების გაფუჭება რო დაითვალო, არასდროს ყოფილა ალბათ.
    პლიუს მსაჯების არასწორი შეფასებები…


    ამ პატარა გუნდების მეკარეებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს ზოგადად თუ მარტო ჩვენთან და რეალთან მოსდით თამაშის მუზა ვერ გავიგე..

  • Ludovik
    schedule 28 იან 2021, 14:19

    მესი შე ლომო

  • BlauGrana_DS
    schedule 28 იან 2021, 14:10

    ის გოლი გაეტანა მესის, რას გავიხარებდი…
    ისე მაგარი უიღბლობა სდევს ამ სეზონში ბარსას, ვინ დაგვთარსა მე იმის…
    ამდენი შტანგა და ასეთი მომენტების გაფუჭება რო დაითვალო, არასდროს ყოფილა ალბათ.
    პლიუს მსაჯების არასწორი შეფასებები…

  • me da barca
    schedule 28 იან 2021, 13:03

    ბოლოსკენ ის გოლი უნდა გაეტანა და იქნებოდა შედევრი. ტრინკაომ კიდევ ეგოისტობა გამოიჩინა, არც პასი გააკეთა და თვითონაც ვერ გაიტანა. მეკარე კი მაგარი იღბლიანი ყოფილა.

  • ბასქუ10
    schedule 28 იან 2021, 12:03

    მესი ყველგან და ყველაფერში მესია, უდაოდ საფეხბურთო ისტორიის საუკეთესო მოთამაშე, შეუძლებელია უყურო მის თამაშს და არ მოიხიბლო და ვინმე რონალდო ამჯობინო ( რონალდოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს პირიქით ძალიან მაგარია მაგრამ მესის რატო ადარებენ ესხალხი ვერ ვხვდები, ჯერ მარტო თამაშისი სტილს და ხარისხს შეხედონ, მესი ფლეიმეიქერია და ამდენი გოლი და ასისტი გააკეთა რონალდუ კი საჯარიმოს ფორვარდი

  • nika 54
    schedule 28 იან 2021, 11:46

    ფაქტია, არც გრიზმანის, არც დემბელეს და არც ბრეითვეიტის იმედი, რომ წაგებულ თამაშს შემოაბრუნებენ არ უნდა გვქონდეს. საერთოდ არ მესმის რანაირად იყო გრიზმანი ატლეტიკოში ვარკვლავი. კაცი ბურთს ვერ აჩერებს, და უკან რა ხდება ვერ ხედავს ისე ეპარებიან და აცლიან ბურთს. მოკლედ ეგეც და დემბელეც არ არიან ბარსას ჩამოსხმის, მაგათი მაქსიმუმი სწორედ ატლეტიკოა. ვუყურებდი გუშინ და რაც გრიზზმანი დარბოდა იმასაც ვერ ქმნიდა რასაც ლეო სიარულით აკეთებს. რაც შეეხება გუნდს მართლაც არაუხოც, დე იონგიც და პედრიც ჩემი აზრით ძირითადის უპირობო კანდიდატები არიან, ტრინკაუზე უკეთესი კი მე დე ლა ფუენტა მეჩვენება. მოკლედ კუმანს სამუშაო ოხრადა აქვს, მითუმეტეს ლეო რა წავა ძალიან გაუჭირდებათ და ეხლავე მიაჩვიოს დამოუკიდებელ თამაშს ახალგაზრდები აუცილებელია.

  • C.PC5
    schedule 28 იან 2021, 11:35

    ვალეკანო ამოჩემებული ჰყავს😆 მცველებიც ძაან ათრია.

  • BEQA BARCA
    schedule 28 იან 2021, 11:24

    11 თამაში 18 გოლი😯😯 ნ1 ❤💜❤