ესპანეთის თასის 1/8 ფინალში “ბარსელონამ” სტუმრად “რაიო ვალიეკანო” დაამარცხა (2-1) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში გამარჯვების გოლი ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ბოლო 7 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა, როდესაც “ბარსელონას” მაისურით პირველ 52 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გატანილი.
დე იონგი “ბლაუგრანას” ღირსებას 2019 წლიდან იცავს (69 მატჩი, 7 გოლი)




ძალიან კარგ ფორმაშია და იმედია ასე და ამაზე უკეთესადაც გააგრძელებს თამაშს
საუკეთესო ხარ ფრენკი საუკეთესო
მაგარია ფრენკი, სტატისტიკაც საოცარი აქვს, ისტორიას დაწერს ბარსაში აუცილებლად, საყრდენად ცოდვაა, წინ აწეული უკეთესია, პედრის გვერდზე, ახალი საყრდენის მოძებნა მოგვიწევს, ბუსი ბერდება
ვალვერდე-სეტიენის დუეტმა კინაღამ კარიერა დაუმახინჯა. აქ ბევრი გაშვებასაც მოითხოვდა. კარგია რომ რთული ეტაპი გადალახა. საოცრად დიდი პოტენციალი აქვს და კარგი მწვრთნელი მაგრად გამოიყენებდა. ცოდვაა მარტო საყრდენზე დგომის და ბურთის მოგერიებისთვის.
ის დე იონგი დავინახე რომელიც აიაქსაი იყო და რომელშიც ფული გადავიხადეთ💜❤
აკრიბა და ძაან მაგარია. ისე კი ვთქვი მე, სანამ ფრენკი არ მოინდომებს ესენი გოლს ვერ გაიტანენ მეთქი❤️