workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაკო ხემესი: ვფიქრობ, მესი “ბარსელონას” დატოვებს

პაკო ხემესი: ვფიქრობ, მესი “ბარსელონას” დატოვებს

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი პაკო ხემესი “ბარსელონას” კაპიტანს ლიონელ მესის, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მომდევნო ზაფხულში ეწურება, კატალონიური გუნდიდან წასვლას უწინასწარმეტყველებს.

ლიონელ მესის მომავალი, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ არგენტინელი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მოიცდის და ამის შემდეგ გადაწყვეტს, დარჩება თუ არა “ბლაუგრანაში”.

ჩემი აზრით, მესი “ბარსელონას” დატოვებს. ამას ასაკთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვფიქრობ, ის მთლად ბედნიერი არაა. ეს ჩემი აზრია. როდესაც ლეოს მსგავსი ფეხბურთელი გუნდს ტოვებს, მისი შეცვლა ძალიან რთულია. “ბარსა” მზად უნდა იყოს.

პედრი ეპოქას ქმნის. მას შეუძლია თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ის ბუნებრივად ნიჭიერია. წარმოუდგენელია, რომ პედრი 18 წლის ასაკში უკვე “ბარსას” სასტარტო შემადგენლობის უცილობელი მოთამაშეა.

– ციტირებს ხემესის სიტყვებს SER Catalunya.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • MARADONA1968
    schedule 27 იან 2021, 23:23

    დღეს ისეა ბარსა გაქვავებული და დაცემული, როგორც ზღაპრებში, ბოროტი ჯადოქრები, რომ აქვავებდენ ხოლმე კეთილ პერსონაჟებს, მაგრამ ბოლოს კეთილი იმარჯვებდა.
    ლაპორტას მოსვლა=ბარსას გაცოცხლებაა
    მესიც გაცოცხლდება შესაბამისად, ის ახლა დაზომბილი გათიშულაძეა
    აი ჯიგარო, ლაპორტა მოვა თუ არა მესისაც გაეღვიძება დარწმუნებული ვარ ბარსას არასდროს არ დატოვებს, კარიერას ბლაუგრანაში დაასრულებს.
    კულეებო ცოტაც და ბარსა დაიბრუნებს მის სახეს!
    წარმატება ბარსას და თქვენ, ჩემო მეგობრებო და ერთგულო გულშემატკივრებო!!!

  • ბასქუ10
    schedule 27 იან 2021, 23:01

    არსად არ წავა მესი 100% დარწმუნებული ვარ

  • M10 S9 D11
    schedule 27 იან 2021, 22:26

    დაგიცენზურე ენაზე

  • BEQA BARCA
    schedule 27 იან 2021, 21:57

    მესი რჩება იმიტო რო ლაპორტა მოდის და პედრიზე ვეთანხმებიი

  • nika 54
    schedule 27 იან 2021, 21:40

    "ბარსელონას" კაპიტანს ლიონელ მესის, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მომდევნო ზაფხულში ეწურება, კატალონიური გუნდიდან წასვლას უწინასწარმეტყველებს.
    მომდევნო არა, ამ ზაფხულსვე.

  • C.PC5
    schedule 27 იან 2021, 21:30

    ლაპორტა მოვა და მესიც დარჩება!