workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა, ანსუ ფატიმ “პარი სენ-ჟერმენთან” ითამაშოს

შესაძლოა, ანსუ ფატიმ “პარი სენ-ჟერმენთან” ითამაშოს

“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ 18 წლის შემტევის, ანსუ ფატის, გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, მარსელო ბეკლერის, ცნობით, კლუბი იმედოვნებს, რომ ფატი 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, პსჟ-სთან გასამართი განმეორებითი შეხვედრისთვის, დაბრუნებას მოასწრებს.

ტრავმის მიღებამდე, ახალგაზრდა ესპანელმა 10 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • frenkie dejong21
    schedule 26 იან 2021, 19:50

    10 მატჩში 5 გოლი და 4 ასისტი 😃
    გიჟია ეს უპატრონო

  • ბასქუ10
    schedule 26 იან 2021, 18:12

    ძალიან გვაკლია მისი აქტიური თამაში შეტევაში, იმედია ყვაფერი წარმატებით ჩაივლის და ანსუ მალე დაგვიბრუნდება

  • El Guaje
    schedule 26 იან 2021, 17:47

    როგორ გვაკლია ფატი :)) ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და თურმე რამხელა ძალას წარმოადგენს

  • M10 S9 D11
    schedule 26 იან 2021, 17:19

    შესაძლოა კი არა უნდა ითამაშოს ნავასი ალბათ მოკვდება სიცილით ბრაიტვაიტი რო დაურტყავს კარში(თუ დაურტყა ვაფშე)

  • ალექსი
    schedule 26 იან 2021, 16:45

    ფატიი კაი ბბიჭია, უნდა ითამაშოს ამან თუ შეძლებს

  • C.PC5
    schedule 26 იან 2021, 16:19

    ტრავმა რომ არ მიეღო ვინ იცის შეიძლება ახლა გუნდის ბომბარდირი ეს ყოფილიყო😃. კაია ერთ მატჩში თუ მაინც გვეყოლება, დაგვჭირდება ამის გაქცევები პსჟსთან.

  • BEQA BARCA
    schedule 26 იან 2021, 15:56

    როგორ მომენატრა ამისი დრიბლინგები და დარტყმები❤❤💜💜

  • LM10RG10
    schedule 26 იან 2021, 15:48

    შტეგენი
    დესტი-არაუხო-უმტიტი-ალბა
    დეიონგი-ბუსკეცი-პედრი
    მესი-გრიზმანი-დემბელე
    ამ კაკანდით უნდა ვთამაშოთ პსჟსთან,დესტი იმიტო,რო დაცვაში ძლიერია და სწრაფია,რობერტო კიდე ძაან სუსტია

  • Bola
    schedule 26 იან 2021, 15:36

    დაბრუნებულზე პირდაპირ პსჟ-სთან არამგონია დიდი აზრი ქონდეს. თუ შემოიყვანს ბოლო 10 წუთში ცუდად თუ გვექნება საქმე ალბათ. მარა ამხელა ტრამვის მერე რა ფორმასი იქნება ან იქნება თუა რა საერთოდ. მოკლედ ფატის დაბრუნება არ დაბრუნება უნდა ეკიდოს კუმანს მაგ შეხვედრითვის სხვა ოპტიმალური შემადგენლობა უნდა გამოძებნოს.

  • Albicelecte
    schedule 26 იან 2021, 15:35

    9-იანზე უნდა დადგეს, თორემ ბრაითსვარკით დავიღალეთ barca-6

  • ROUCH
    schedule 26 იან 2021, 15:29

    მაშინ კი იყო ხოდზე ეხლა ვინ იცის როგორ დაბრუნდება. ისე კი ფლანგებიდან ეს და დემბელე ერთდროულად იფ. ეს მაინც გაყვეს ხოლმე დროულად შეტევაში და საჯარიმოში მიტანილი ბურთი უაზროთ აღარ დაიკარგება. დემბელეს უნდა სწრაფი მეწყვილე თითონ რო მოაჯდება ფერარს და ესენი ნოლაძინით მისდევენ მასე საქმე არ გამოვა

  • GiorgiGabe99
    schedule 26 იან 2021, 15:25

    როგორ გვაკლია ეს კაცი ფლანგზე ბრაიტას ყურებით დავიტანჯე