ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სორიანო: ”მსურს გადაწყვეტილება ჩემი მომავლის შესახებ შემდეგ კვირას მივიღო”

სორიანო: ”მსურს გადაწყვეტილება ჩემი მომავლის შესახებ შემდეგ კვირას მივიღო”

”ბარსა ატლეტიკის” თავდამსხმელს, რომელმაც სეგუნდა დივიზიონში 32 გოლი გაიტანა იმედი აქვს, რომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

მისი კონტრაქტი ”ბარსა ატლეტიკთან” მომავალ წელს იწურება, თუმაც სორიანოს აქვს შეთავაზებები სხვა კლუბებიდან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია. ის განიხილავდა ”უდინეზეში” გადასვლას და სანჩესის ტრანსფერში მონაწილეობას, თუმცა იტალიური კლუბის ხელმძღვანელებმა არ ისურვეს სორიანოს ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვა. ჯონათანს ასევე აქვს ბერძნული ”ოლიმპიაკოსის” და რამდენიმე პრიმერას გუნდის შეთავაზება. მისით ძალიან არის დაინტერესებული ხუანდე რამოსის ”დნეპრი”. ფეხბურთელის აგენტი, ხოსეპ მარია ორობიჯი აგრძელებს საუკეთესო ვარიანტის შერჩევას მისი კლიენტისთვის. არის იმის ვარაუდიც, რომ ფეხბურთელი ”ბარსელონას” ძირითად გუნდთან ერთად გაივლის წინასასეზონო მზადებას. უკანასკნელი სიტყვა სორიანოსთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლას ეკუთვნის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში