ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩს “ბარსა” მარტინეს ვალეროს სახელობის სტადიონზე, “ელჩეს” წინააღმდეგ გამართავს.
კატალონიელების დანაკლისი განსაკუთრებით სერიოზულია. ფატის, პიკეს, რობერტოსა და კოუტინიოს ლიონელ მესი და სერჟინიო დესტი შეურთდნენ.
არგენტინელი 10-იანის არყოფნა შეტევითი თვალსაზრისით რთული აღმოსაფხვრელი იქნება, შესაბამისად კუმანს მოედანზე კრეატიული ფეხბურთელების გამოყვანა მოუწევს.
ქვემოთ 3 სახის ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელთაგან ერთ-ერთსაც, შესაძლოა, ნიდერლანდელი სპეციალისტი ენდოს.
ვარიანტი N1
სერჟინიო დესტისა და სერჟი რობერტოს ტრავმიანობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ოსკარ მინგესას მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვიხილავთ.
წინა შეხვედრაში დასვენების შემდეგ, ფრენკი დე იონგი და პედრი ნახევარდაცვის ხაზს დაუბრუნდებიან.
ლეო მესის დისკვალიფიკაციის პირობებში კი შემტევ ტრიოს ანტუან გრიზმანი, მარტინ ბრეითუეიტი და უსმან დემბელე დააკომპლექტებენ.
ვარიანტი N2
რონალდ არაუხომ ზედიზედ სამ 120-წუთიან შეხვედრაში მონაწილეობა სრულად მიიღო, ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ კუმანი მას დასასვენებლად დროს მისცემს.
თუ გამოუყენებელ თერთმეტრიანს არ ჩავთვლით, მირალემ პიანიჩი წინა შეხვედრაში საყრდენის პოზიციაზე მშვენივრად გამოიყურებოდა და მოულოდნელი არ იქნება, თუ კუმანი მას სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად ისევ განამწესებს.
ზედიზედ 13-თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის შემდეგ, ფრანსიშკუ ტრინკაუმ, შესაძლოა, ლა ლიგაში ძირითადიდან პირველად დაიწყოს. ამ შემთხვევაში გრიზმანი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოგვევლინება.
ვარიანტი N3
ამ შემთხვევაში უკვე რიკი პუჩისა და პედრის ერთად ხილვის საშუალება მოგვეცემა, რითიც შეტევას კრეატივი შეემატება. პედრი მარცხენა გარემარბის პოზიციას დაიკავებს, პუჩი კი შუა ხაზში დადგება.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჟუნიორ ფირპოს ვიხილავთ, რომელმაც ამ ამპლუით “სოსიედადთან”, ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშა.




არამგონია პედრი პუჩი ერთად დააყენოს მაგრამ კარგი იქნება მათი ერთად ხილვა, რაც შეეხება შეტევას გრიზმანი დემბელე და დე ლაფუენტე უნდა დააყენოს ხოლო მარჯვენა ფლანგზე ისევ მინგესა
მეც ეგ უნდა დამეწერა დელაფუენტე კაი ბიჭია სისწრაფე აქვს კლასი აქვს და დარტყმა იცის არანაკლები ფატისთან შედარებით..
დელაფუენტე გრიზმანი დემბელე ეს უნდა ათამაშოს როცა მესის არაა მოედანზე
ატალანტა მილანს უყურე? შეჭამეს, არ გაატოკოს იმენს. მაგრად მგონია რეალს გაუყრიან.
კი და შემეცოდა მილანი ასე უშანსოდ იუვესთან არ წააგეს იქ მილანი აჯდა იუვეს და აქ ატალანტამ შეჭმა პირველი გოლი რა მარტივად გაუტანა ჩააწოდა და დაასწრო მცველს თავით და გაუტანა ახლოდან.. ატალანტა არაფერს არ დაუთმობს მაგ შახტარის მონებს:დ:დ რა დიდი კლუბი შახტარი იყო გლადბახმა აბალახა მოედანზე
ატალანტას არასტაბილური დედას ვტენე ჯენოას რო ვერც გოლი შეუგდო და ვერც მეათე კუთხური მოუწოდა და მილანს გადაურბინა სანსიროზე,ლომბარდში დამრჩა ყველაფერი
ტერ შტეგენი
დესტ( მინგესა) არაუხო უმტიტი ალბა
პედრი დე იონგი პუჩი
დემბელე გრიზმანი კონრადი
არცერთი ვარიანტი არ ვარგა, სამივე ერთმანეთზე უარესია 😀
შტეგენი
მინგესა არაუხო უმტიტი ალბა
დეიონგი ბუსკეცი პუჩი
დემბელე გრიზმანი პედრი
ასე უნდა იყოს :)))
დე ლა ფუენტე კარგია რომ ათამაშოს
ვინგერია ტიპი, იმენა ფლანგელი და მაგის შემხედვარე პედრო მახსენდება
პუჩი-პედრის დუეტი გვანახოს ერთხელ რა მოხდება?!ინტერესით ვკვდები პირდაპირ! მემგონი დეიონგი იქნება ხვალ, ბუსკეცი შეიძლება დაასვენოს. კუმანისთვის პუჩი პედრის დაყენება რისკს წარმოადგენს და ვნახოთ თუ გარისკავს.
მესამე ვარიანტი ოღონდ ბუსი სკამზე და დე ლა ფუენტე პედრის ადგილას
მეორე კაია მარა ლენგლეს ნაცვლად არაუხო და ტრინკაოს ნაცვლად ბრეიტვეიტი ტრინკაუ შეცვლაზე მაქსიმუმ.
მეც ეგ უნდა დამეწერა დელაფუენტე კაი ბიჭია სისწრაფე აქვს კლასი აქვს და დარტყმა იცის არანაკლები ფატისთან შედარებით..
დელაფუენტე გრიზმანი დემბელე ეს უნდა ათამაშოს როცა მესის არაა მოედანზე
ატალანტა მილანს უყურე? შეჭამეს, არ გაატოკოს იმენს. მაგრად მგონია რეალს გაუყრიან.
კონრადს მისცეს დრო რა იქნებაა 😐