workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეშლი კოული ესპანეთში გადმობარგებას გეგმავს

ეშლი კოული ესპანეთში გადმობარგებას გეგმავს

 

როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, ეშლი კოული კლუბის დატოვებას აპირებს. მას მიზანში ესპანური გუნდები ჰყავს ამოღებული…

 

როგორც “DailyMail”–ი იუწყება, ეშლი კოული ლონდონური კლუბის დატოვებას აპირებს. სავარაუდოდ იგი მადრიდში, ან ბარსელონაში გადაბარგდება. თუმცა, საკითხავია რამდენად სურთ იგი მადრიდული “რეალისა” და კატალონიური “ბარსელონას” მესვეურებს. მართალია იგი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია, თუმცა იგი უკვე 30 წლისაა და სავარაუდოდ მასში “ლურჯები” 25 მილიონ ფუნტს მოითხოვენ. 

 

“The Mirror”–ის ცნობით, მან ამის შესახებ თანაგუნდელებს უკვე განუცხადა და თურმე ისიც დაუყოლებია, რომ ესპანეთში საკუთარი ყოფილი ცოლის წაყვანასაც აპირებს. ალბათ კოულს უფრო მეტი შანსი აქვს კარიერა მადრიდში გააგრძელოს, რადგანაც “რეალს” ახლა, კატალონიელურ კლუბთან შედარებით არც ისე წარმატებულად, ჟოზე მოურინიო წვრთნის, რომელსაც კოულთან ერთად “ჩელსიში” უკვე ნამუშავები აქვს. აქვე გეტყვით, რომ მას “ჩელსისთან” კონტრაქტი 2 წელიწადში ეწურება და რომ იგი ამჟამინდელი ხელფასის რაოდენობის სხვა გუნდში გაზრდის წინააღმდეგიც არ იქნება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში