workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: მესი “ელჩესთან” არ ითამაშებს

ოფიციალურად: მესი “ელჩესთან” არ ითამაშებს

“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი ლა ლიგის მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს.

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბილბაოსთან” გამართული შეხვედრის მიწურულს მესიმ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც არგენტინელი 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ერთი თამაში მესიმ გუშინ, “კორნელიასთან” ესპანეთის თასის შეხვედრის გამოტოვებით მოიხადა. ამასობაში “ბარსამ” დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა და კატალონიელებს იმედი ჰქონდათ, რომ სასჯელი შემსუბუქდებოდა.

დღეს კატალონიის რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სააპელაციო კომიტეტმა “ბარსელონას” საჩივარი არ დააკმაყოფილა, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია “ბლაუგრანამაც” დაადასტურა.

მომდევნო შეხვედრა “ბარსას” 24 იანვარს, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, “ელჩესთან” სტუმრად ელის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • ალექსი
    schedule 23 იან 2021, 23:31

    კარგია ხანდახან არუნდა ითამაშოს, სხვებმაც გამოიჩინონ თავები, გვაჩვენოონ რაშეუძლიათ, აი ესეთ თამაშებში გამოჩნდება რაშეუძლიათ ახალგაზრდებს

  • Always cule
    schedule 23 იან 2021, 11:05

    არაუშავს, ტრავმასაც მოირჩენს ბოლომდე

  • ბასქუ10
    schedule 23 იან 2021, 10:51

    აუცილებლად უნდ ამოვიგოთ რომ ბრძოლაში ვიყოთ თორე კიდევ ერთი მატჩის ჩაგდება და ყველანაირი იმედის ნაპერწკალი გაქრება

  • me da barca
    schedule 23 იან 2021, 00:31

    31 იანვარს ბილბაო უნდა შევჭამოთ. ძაან გადაიწუწეს ბასკებმა. შარშან კოპა, წელს სუპერ თასი. საკმარისზე მეტია.

  • C.PC5
    schedule 22 იან 2021, 23:56

    არაუშავს დაისვენებს და ტრავმასაც ბოლომდე მოიშუშებს. რაიოსთან დაბრუნდება და კიდეც შემოგვთავაზებს კარგ სანახაობას!

  • Lasha71
    schedule 22 იან 2021, 21:59

    არა უშავს , კარგად მოშუშდება

  • M10 S9 D11
    schedule 22 იან 2021, 21:25

    აი ვერ ვხვდები ერთ ტურნირზე მიღებული წითელის გამო მეორე ტურნირზე რატო ატოვებინებენ თამაშს რა მარაზმია

  • El pistolero 9
    schedule 22 იან 2021, 20:09

    ელჩეს კი უნდა მოუგონ ლეოს გარეშეც.გუშინ როგორ არ დაკარგა ატლეტიკომ ქულები

  • NEYBarca
    schedule 22 იან 2021, 18:45
    დელაფუენტე გრიზმანი დემბელე
    პედრი ფრენკი
    ბუსკვერცხი
    ალბა სლენგლე არაუხო მინგეზა

  • BEQA BARCA
    schedule 22 იან 2021, 18:39

    გადაწყვეტილებას ყოველთვის ბარსას წინააღმდეგ იღებენ რა თქმა უნდა. ისე მესი დაისვენებს კარგია და დრო იმედია კონრადს მიეცემა.