ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია ხუან მატას “ბარსას” ფორმაში ხილვით მოხარული დარჩება

ვილია ხუან მატას “ბარსას” ფორმაში ხილვით მოხარული დარჩება

 

კატალონიის “ბარსელონას” შვიდმა ნომერმა, ასტურიელმა დავიდ ვილიამ ჟურნალისებთან ისაუბრა..

 

ვილია თავის პრეს–კონფერენციაზე იმ ჭორებს შეეხო, რომელიც გუნდისა და მის ირგვლივ ტრიალებს. დავიდის მომავალს ჟურნალისტები ინგლისურ კლუბებთან აკავშირებდნენ, რაზეც თავად ფეხბურთელმა განაცხადა: “ეს უბრალო ჭორებია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე გითხრათ, მე აქ “ბარსაში” მსურს კარიერის დასრულება. მსურს, რომ რაც შეიძლება ბევრი წელი გავატარო ამ კლუბში.”

 

“ელ გუახემ” ასევე ხუან მატაზეც გააკეთა კომენტარი: “ამ ადამიანის “ბარსაში” გადმოსვლა არა მარტო იმიტომ გამიხარდება, რომ იგი კარგი ფახბურთელია, არამედ იმიტომაც, რომ იგი ჩემთვის ძმასავითაა.” მატას გარდა ვილიამ ცესკზეც და სანჩესზეც გააკეთა მცირე განაცხადება: “ორივე ფეხბურთელი ძალიან კარგია, როგორც ინდივიდუალურ, ისევე ჯგუფურ თამაშში. ორივე ფეხბურთელი “ბარსას” ძალიან გამოადგება.”


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში