კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა, მარტინ მონტოიამ განაცხადა, რომ მას ბლაუგრანას ფერებით მოსილი ფორმის გარდა, სხვა მაისური მაინც და მაინც არ იზიდავს…
20 წლის მცველით დაინტერესებას “ვალენსია”, “ხეტაფე” და ახლა უკვე ლუის ენრიკეს “რომაც” გადმოთქვამს. თუმცა, მონტოიას ეს ინტერესები არ აღელვებს. “მე ისევ ახალგაზრდა ვარ.”ბარსელონასთან” კონტრაქტი ერთ წელიწადში მეწურება”, – აცხადებს ესპანეთის 21 წლამდელთა წევრი – “ამ გუნდში მე თავს კომფორტულად ვგრძნობ და სხვა გუნდების შემოთავაზებები არ მაინტერესებს. მე ამ გუნდში დარჩენა მსურს.”



