Betfair-ის ტრადიციულ რუბრიკაში რივალდომ “ბარსელონას” ბოლოდროინდელ პროგრესზე და ამ წარმატებაში მთავარი მწვრთნელის როლზე ისაუბრა, ბრაზილიელი ლეგენდა ასევე ტერ შტეგენის, დე იონგისა და დემბელეს მიმართ საქებარი სიტყვებითაც გამოირჩა:
“ჩემთვის ტერ შტეგენი საუკეთესო მეკარეა მათ შორის, ვინც “ბარსელონაში” მიხილავს. დიახ, ვიქტორ ვალდესზე უკეთესიც კი.”
“ვაღიარებ, რომ დემბელე რამდენჯერმე გავაკრიტიკე, მაგრამ ასევე ხშირად მითქვამს, რომ ის დიდებული ფეხბურთელია და უფრო მეტი კონცენტრირება მართებს იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთსა და “ბარსელონაზე”.
“დე იონგის ბოლო შეხვედრებიდან გამოჩნდა, რომ საჯარიმოსთან ახლო არეალში თამაში უკეთ გამოსდის და დაახლოებით ისეთივე როლს ასრულებს, როგორსაც მესი არგენტინის ნაკრებში. ეს რონალდ კუმანისთვის სასიხარულო ამბავი უნდა იყოს.”
“ყოველთვის ვამბობდი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში მთავარი ფაქტორი მათი მინიმალური წნეხის ქვეშ მოქცევაა და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით კუმანი ეფექტურად მუშაობს.”
“მან ბავშვები სერხიო ბუსკეტსის, ლიონელ მესისა და ჟორდი ალბას გვერდით გამოიყვანა. ამიტომ მისი მუშაობა ნამდვილად დასაფასებელია.”
კუმანისმიერ ახალგაზრდების მიმართ ნდობა რიცხვებში რომ გამოვსახოთ, დავრწმუნდებით, რომ მცირეწლოვანი კატალონიელები ნაწილობრივ გუნდის ბირთვის განუყოფელ ნაწილადაც ტრანსფორმირდნენ.
- პედრი (1,533 წთ; 24 მატჩი)
- სერჟინო დესტი (1,468 წთ; 20 მატჩი)
- რონალდ არაუხო (1,1013 წთ; 13 მატჩი)
- ოსკარ მინგესა (905 წთ; 13 მატჩი)
- რიკი პუჩი (124 წუთი; 7 მატჩი)
ახალგაზრდა ფეხბურთელების განაცხადსა და მოედანზე ხშირად წარმოჩენა მათ სატრანსფერო ფასზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. შესაბამისად, პედრის, პუჩისა და ფატის საბაზრო ღირებულებები განსაკუთრებით პროგრესირებს.




კუმანის დაფასებაზე სეზონის ბოლოს ვიფიქროთ, ჯერჯერობით კი მართლა დასაფასებელია ახალგაზრდები რომ გამოყავს ხშირად მოედანზე, ისეც დასაფასებელია რომ ბევრ მატჩში მართლა კარგი სანახაობა გვაჩვენა, მაგრამ ძლიერ გუნდებთან ვერცერთი მოვიგეთ, გუნდი მართლაც პროგრესირებს მაგრამ ეს პროგრესი სტაბილურად უნდა გაგრძელდეს რომ ლამაზ თამაშთან ერთად შედეგიც მივიღოთ
C.PC5,
თასი იწყება და იქ უნდა მოსინჯონ ტრინკაოები
ჯერ კორნელიაა, მაგაზე უკეთეს სასპარინგოს სად იპოვი კაცი?!
ირბინოს 12-13 კილომეტრი, კარშიც ურტყას და პასიც აკეთოს, არავინ დაზრახავს
კორნელიას მერე ცოტა ძლიერი მეტოქე იქნება, მაგრამ იქაც უნდა დააყენოს ეგეთები, მაინც თასია
ეს ძაან ბევრ ინტერვიუებს იძლევა ამ ბოლო დროს და რაშია საქმე. ისე ახალგაზრდებზე სწორი კი თქვა, პედრის უნდა მოუფრთხილდეს და ცოტა დაასვენოს ხოლმე. ტრინკაუ კიდე ძაან საცოდაობაა, მემგონია მაინც რომ ერთი გოლით გაიხსნება და სადმე მისცეს მაგასაც შანსი, რამდენჯერაც შემოვა მაგაზეა დაგეზრებული რომ როგორმე გაიტანოს
ისა და ბორბას აქვს სამწვრთნელო ლიცენზია?!
მოდი და ჩაიბარე მერე გუნდი, თუნდაც კუმანის შემდეგ… არ გინდა?! ოღონდაც ჯერ მეფეს შეუთანხმდი…
100%
პ.ს. პედრის გადაწვავს არა ის
ტრინკაოს კიდევ 15 წუთიც თუ არ მისცა აბა რისთვის იყიდეს?:დ დაალპონ სკამზე?
მე ვერაფერს ვატყობ გუნდს სასიკეთოს, რაც ლუჩო აღარაა იმის მერე ბარსა ჩვეულებრივი ლუზერი გუნდი გახდა საშინელი თამაშის სტილით, არადა ადრე ყველაზე ლამაზად ვთამაშობდით და ახლა ვერ გაიგებ ბარსაა თუ ტორინო
ჯერ ადრეა დაფასებაზე ლაპარაკი
Მეც იმავეს ვფიქრობ თანაც კუმანის მჯერა 💙
ამას, კაკას, დინიოსა და დანის ვცემ დიდ პატივს… რა ვუყოთ, რომ ბრაზილიელები არიან, ყველანაირად დონე ხალხია
მართალია როვალდო❤❤