workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ვალდესი 39 წლის გახდა!

ვიქტორ ვალდესი 39 წლის გახდა!

1982 წლის 14 იანვარი – ამ დღეს კატალონიის ქალაქ ოსპიტალეტში დაიბადა “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი – ვიქტორ ვალდეს არიბასი.

“ბარსელონას” შემადგენლობაში ესპანელმა 535 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 21 ოფიციალური ტიტულის მოგება შეძლო. ვალდესი გახლავთ 5 ზამორას ტიტულის მფლობელი. ამასთან ერთად ვიქტორ ვალდესი 2-ჯერ გახდა ლა ლიგის საუკეთესო მეკარე.

ვიქტორ ვალდესი არის ყველაზე წარმატებული მეკარე “ბარსელონას” ისტორიაში, რომელსაც მოგებული აქვს 6 ლა ლიგის თასი, 3 ჩემპიონთა ლიგის თასი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 2 უეფას სუპერ თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 2 ესპანეთის თასი. სანამ იგი კატალონიურ კლუბთან გააფორმებდა კონტრაქტს, 2002–2003 “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.

ვალდესმა 2014 წლის 26 მარტს “სელტასთან” მატჩში ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც მონაწილეობა ვერ მიიღო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ ამ წელს მან “ბარსელონაც” დატოვა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • ბასქუ10
    schedule 15 იან 2021, 11:10

    ასეთი ხალხი გვჭირდება კლუბში, ესენი არიან იმ ოქროს თაობის წარმომადგენლები და ვფიქრობ რაც უფრო ახლოს იქნებიან კლუბთან და თუ ცადგებოან კლუბსი სამსახურში ძალიან მაგარი იქნება

  • C.PC5
    schedule 14 იან 2021, 23:57

    ლეგენდაა ჩვენი❤️ უნდა დააბრუნონ ეს და კიდე ბევრი ბარსაში.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 14 იან 2021, 22:56

    BEQA BARCA
    ხავის და ვალდესის გარდა,პუიოლი და ინიესტა?არ ეკუთვნით?

  • ჯერემი რენერი
    schedule 14 იან 2021, 22:52

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    კასილასს და ვალდესს ადარებ? კასილასმა სამაგიეროდ მსოფლიო და ზედიზედ ორი ევროპა მოიგო.


    კასილიასის შემთხვევა მოვიყვანე მაგალითად მხოლოდ. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას – ვალდესს რომ იმ ესპანეთში სტაბილურად ეთამაშა მეტად დაფასებული იქნებოდა. ნუ ეგ არავინ არ იცის..
    2010 ის ფინალში რობენს რო ფანტასტიკები აუღო იკერმა მაგას თუ არ ჩავთვლით. მაგრამ ეგეც ვინ იცის კაცო შეიძლება ეგ კრისტიან აბიატისაც აეღო

  • BEQA BARCA
    schedule 14 იან 2021, 22:46

    ვულოცავ ვიქტორს იმედია რაღაც თანამდებობაზე კოვა ბარსაში. ალბათ ბ გუნდის მწვრთნელად.

  • ჯერემი რენერი
    schedule 14 იან 2021, 22:40

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    შეცდომა ყველას მეკარეს აქვს, ნოიერსაც კი მაგრამ, ეს საერთოდ არასტაბილური იყო და არ იყო არასდროს ბარსელონას დონის, მითუმეტეს იმ ძალიან მაგარი ბარსას დონის. 2012 წელს პეპის ბოლო კლასიკოში კამპნოუზე 1-2 წავაგეთ რეალთან და 1-1 როცა იყო და თამაშის მოგებაც შეგვეძლო ვალდესის მიერ ფეხებში მიგორებული ბურთი გაიტანა გაიტანა რონალდუმ და 1-2 წავგეთ ეგ კლასიკო და ლა ლიგის მოგების შანსებიც მაგ კლასიკოს გავატანეთ, თანაც პეპის ბოლო კლასიკო იყო. ეგ ახლა რა შეცდომაც მომაფიქრდა უცბად, თორე კიდე რამდენი ასეთი შეცდომის გახსენება შეიძლება.


    მერე რაა.. კასილიასმა 2014 ის ფინალში ისეთი შეცდომა დაუშვა , რამოსის ზღაპარი რომ არა ლიგის ფინალს პირადად მის გამო აგებდნენ თან დესიმას.. მაგრამ ოდნავაც არ აყენებს ეჭვის ქვეშ მის სტატუსს (ნუ სამარცხვინოდ გაუშვა ხელმძღვანელობამ მაგრამ მაინც)

  • ჯერემი რენერი
    schedule 14 იან 2021, 22:31

    ტერ შტეგენის მსგავსად ბაიერნი ამის ტკივილიცაა.. პირადად ჩემთვის ჯერჯერობით ვალდესი უფრო დიდია ვიდრე ტერ შტეგენი. 3 ლიგის ფინალში იდგა კაცი..
    ახლა ნუ გამოვარდებით შეცდომების ძახილით, თითქოს ტერ შტეგენი უშეცდომო იყოს. 2002-2014 წლებში იყო კლუბის მეკარე და ისიც არ დაგავიწყდეთ არავის გაუშვია თავისი სურვილით წავიდა.

  • M10 S9 D11
    schedule 14 იან 2021, 22:29

    გილოცავ ვიქტორ <3 <3