როგორც იცით, ლეო მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი ივნისამდე აკავშირებს, რომელიც ჯერ არ გაუხანგრძლივებია.
მალე “ბარსელონაში” არჩევნები გაიმართება, პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს. ბუნებრივია, თითოეული კანდიდატისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მესის კლუბში დარჩენა და მისი კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაში დარწმუნებაა.
საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ერთ-ერთი საინტერესო სტრატეგია მესის გუნდში დასარჩენად ვიქტორ ფონტს აქვს – მისი პროექტის თანახმად “ლა პულგას” კლუბში დარჩენის გარანტი ჩავი ერნანდესის დაბრუნება იქნება.
მესიმ ახსნა, რომ მას დარჩენა და სპორტული კარიერის “ბარსელონაში” დასრულება სურს, ჩვენ კი გვაქვს პროექტი, რომელიც ჩავის დაბრუნებას ითვალისწინებს. მჯერა, მესისა და ჩავის ურთიერთობა მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.
– განუცხადა ვიქტორ ფონტმა Mundo Deportivo-ს.


ამ ჩავის რატო მიაკვდა ეს კაცი, ასე მგონია ჩავი რო მოიყვანოს დავერ გაამართლოს კლუბი კიდევ უფრო დიდ კრიზისში აღმოჩნდება, ამის ერთადერთი გეგმა ჩავია
ამის პროექტიდან ჩავის მოყვანის მეტი ვერაფერი გავიგე.
ჩავიზე არ იქნება მესი ჩაციკლული, კი კარგი პირობაა მაგრამ მარტო ჩავის მოყვანით ვერ მოხიბლავენ მესის
+1 თან ხავიმ გარკვევით თქვა რომ არაპირებს ჯერ წამოსვლას და ეს გაიძახის ხავი ხავიო რავიცი როგორიქნება.
კუმანს ერთ სეზონს ვაცდიდი მე, სასურველი ტრანსფერები დაუდონ და მერე მოსთხონ შესაბამისად შედეგის დადებაც.
მარტო ხავი ვერაფერს უშველის მაგ ამბავს ტრანსფერები თუ არ გაკეთდა და გუნდი არ მოძლიერდა მესისთვის გინდა ხავი ყოფლია ტრენერი და გინდა ჭიჭიკო
ფონტმა კარგად იცის რო წააგებს და ხავს ეჭიდება და ეს ხავსი ხავია. წინასაარაჩევნო დაპირება რომლის ხარჯზეც უნდა რო გაიმარჯვოს.
მოკლედ ამ საარჩევნო კამპანიაში, ყველა მესიზე აპელირებს, მესით უნდა ყველას არჩევნების მოგება
ლაპორტა აუცილებლად უნდა მოვიდეს არ მწამს ამ კაცის.