ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამ კლუბს შორის. ესენია “უდინეზე”, “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი”. ინგლისურმა კლუბმა გადაწყვიტა თითქმის დასრულებული ტრანსფერი ჩაშალოს და იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონი ევროთი მეტი შესთავაზა, ვიდრე კატალონიურმა კლუბმა(დაახლოებით 33 მილიონი ევრო). თავად ფეხბურთელმა კი უარი განაცხადა მანჩესტერში გაფრენასა და კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ალექსის სანჩესი ამ დროისთვის თავის ნაკრებთან ერთად იმყოფება. მან მოწვევა მიიღო მანჩესტერიდან, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა ინგლისში გაფრენასა და სამომავლო კონტრაქტის პირობების შეთანხმებაზე. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა “ბარსელონას” წარმომადგენლებთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა, რაც იმის დასტურია, რომ სანჩესი მომავალში “ბარსაში” გადასვლას აპირებს.
როგორც “Daily Mirror”-ი გვატყობინებს, თავად იტალიური კლუბი ამჯობინებს მოლაპარაკებები ინგლისელებთან აწარმოოს, რადგან მათგან უფრო მეტი ფულის მიღების საშუალება ექნება.



