გასულ კვირას, გრანადასთან მოგების შემდეგ რონალდ კუმანმა პრესასთან ისაუბრა. მისი ერთ-ერთი კომენტარი ნახევარმცველებსაც შეეხო:
-თქვა კუმანმა
ახლა კი გთავაზობთ Tribuna-ს ანალიზს, სადაც ნაჩვენებია, თუ რა შანსები აქვთ “ბლაუგრანას” მოთამაშეებს ზემოხსენებული მაჩვენებლის მისაღწევად.
პედრი
- ამ სეზონში ჩვენმა ვუნდერკინდმა 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. საშუალოდ ერთ მატჩში პედრის კარისკენ დარტყმის მაჩვენებელი 0,75-ია.
- პედრიმ ლას პალმასში სადებიუტო სეზონში 4 გოლის გატანა მოახერხა, გარდა ამისა გააკეთა 7 ასისტი.
შანსი: 75%
პედრის საწყისი ნიშნები საოცარია. იგი ყოველ მატჩში პროგრესს განიცდის, გარდა ამისა კარგად უგებს ლეო მესის. არგენტინელი კაპიტანი, შესაძლოა, პედრის გოლების გატანაში ერთ-ერთი მთავარი დამხმარე ძალა აღმოჩნდეს.
ფრენკი დე იონგი
- ჰოლანდიელმა ამ სეზონში 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. საშუალოდ ერთ მატჩში დე იონგის კარისკენ დარტყმის მაჩვენებელი 0,40-ია.
- დე იონგის საუკეთესო მაჩვენებელი 2018-2019 წლების სეზონში “აიაქსში” იყო, როდესაც მან 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შანსი: 40%
დე იონგმა ბოლო დროს შეტევაში აქტიურობასმოუმატა და თუ ასე განაგრძობს, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე დამატებით 6 გოლის გატანა შეძლოს.
ფილიპე კოუტინიო
- ბრაზილიელმა ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა. საშუალოდ ერთ მატჩში კოუტინიოს კარისკენ დარტყმის მაჩვენებელი 2,40-ია.
- კოუტინიოს საუკეთესო მაჩვენებელი 2017-2018 წლების სეზონში “ბარსელონასა” და “ლივერპულში” იყო, როდესაც მან ჯამში 21 გოლი გაიტანა. წინა ორ სეზონში კოუტინიომ თითოეულში 11 გოლის გატანა შეძლო.
შანსი: 40%
იმისათვის, რომ კოუტინიომ ზემოხსენებული შედეგი დააფიქსიროს, ადრინდელი თავდაჯერებული ნახევარმცველის ამპლუის დაბრუნება სჭირდება. მუხლის ტრავმა, რომლის გამოც მარტამდე გამორიცხულია მისი მოედანზე ყოფნა, ართულებს ამ მიზნის შესრულებას.
მირალემ პიანიჩი
- ბოსნიელს ჯერ არ აქვს გატანილი სადებიუტო გოლი, თუმცა მისი კარისკენ დარტყმის მაჩვენებელი 1,15-ის ტოლია.
- პიანიჩის საუკეთესო მაჩვენებელი 2015-2016 წლების სეზონში “რომაში” იყო,როდესაც მან 12 გოლის გატანა შეძლო. 2009-2010 წლებში პიანიჩმა “ლიონის” რიგებში 11 გოლი გაიტანა
შანსი: 15%
პიანიჩი აღარ არის სატანადოდ ნაყოფიერი ნახევარმცველი, რომ მან 8 გოლის გატანა შეძლოს. ბოლო ორ სეზონში მას 7 გოლი ჰქონდა. პიანიჩი გოლებს იმ შემთხვევაში გაიტანს, თუ მას საჯარიმოების შესრულების შესაძლებლობა ექნება.
სერხიო ბუსკეცი
- ამ სეზონში ესპანელ ნახევარმცველს გოლი არ გაუტანია. მან კარიერაში 17 გოლის გატანა მოახერხა.
- ბუსკეცის საუკეთესო მაჩვენებელი 3 გოლია. გოლების ამ რაოდენობის გატანა მან 2008-2009 და 2013-2014 წლებში მოახერხა.
შანსი: 0,5%
მარტივად რომ ვთქვათ, ბუსკეცის დღის წესრიგში ამ მიზნის შესრულება არ არის.




ალბათ 0.2%😔😔😔
დეიონგი და პედრი ძალიან კარგები არიან და იმედია 10 გოლს თუარა ბევრ საგოლე გადაცემას გააკეთებენ, ბუსკეცი კი თავის საქმე სმშვენივრად აკეთებს და გოლების გატანა ნაკლებად შეუძლია ყველამ ვიცით
ბუსკეცს თუ გატანას მოთხოვს დაიხუროს ქუდი და წავიდეს😃 პედრიზე და დეიონგზე უფრო იყო მაგ მემგონი გამიზნული, პიანიჩსაც გადაწვდა მაგ სიტყვებით.
პიანიჩმა რაც დაარტყა ყველა ტრიბუნებისკენ.
Griezzy7,
ბუსი ფრენკი და პედრი
ბუსის პუჩი შეეცვლება ხოლმე.
და რიკი რა ვუყავით?! კაი, ალენია იჯარით ვარჯიშობს, მაგრამ რიკი ხომ დარჩა?! კოუტინიოზე უკეთესად კი გამოიყურება
საგოლე პასები აკეთონ ბლომად მთავარია რამდენი ხანია ბარსაში ნახევარ მცველ 10 საგოლე პასი არ გაულეთებია
კოუტინიო მენტალურად სუსტი აღმოჩნდა…
ბუსკეტსი მომდევნო სეზონიდან სკამისთვის უნდა გაემზადოს, პიანიჩი უკვე სკამზე ზის.
პედრი და დე იონგი – გაბედულება, ნიჭი და უნარი აქვთ!
Norman Bates,
ჰოდა ერთადერთი გამოსავალი ისაა რომ გუნდიდან წავიდეს.
ფაქტია პედრი და ფრენკი Საუკეთესოები არიან და Გვერდით კიდე Ერთი Მოძრავი და კრეატიული ნახევარმცველი რომ დაუყენონ Საუკეთესო ტრიოს მივიᲦებᲗ. ბუსკეციც და პიანიᲩიც უკვე კარიერის ბოლოსკენ არიან და ფაქტია ფსონი ახალგაზრდაზე უნდა Გაკეთდეს, აი პუᲩი დააყენოს ზედიზედ ორი სამი ᲗამაᲨი და ნახავს ყველა რა მაგარი ცენტრი იქნება, ასევე მორიბაა დასაწინაურებელი აწი და ცოტა დრო მისაცემი რომ ᲨეეᲩვიოს ᲗანდაᲗან ეგ Ბიჭი ბარსას მომავალია Ძაან Ძლიერი სწრაფი და Ჭკვიანია.
რას ამბობენ ეხლა რომ კოუტინიოს რომელიც ბაიერნიდან გადმოსვლის შემდეგ ფორმაში აღარაა და ფრენკ დე იონგს რომელიც მონდომებულია და ცდილობს ერთნაირი შანსები აქვთ?დაბალი შანსის მიუხედავად ბუსკეცი უნდა იყოს გუნდში გამოცდილების ხარჯზე.მისი ყოფნა აუცილებელია.