ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი: “ჩემი მომავალი უახლოეს დღეებში ნამდვილად ვერ გაირკვევა”

ფაბრეგასი: “ჩემი მომავალი უახლოეს დღეებში ნამდვილად ვერ გაირკვევა”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა, განაცხადა, რომ მის შესახებ არანაირი ახალი ინფორმაცია არ გაჟღერდება ახლო მომავალში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეთა” კაპიტნის მიმართ უდიდეს ინტერესს იჩენს კატალონიის “ბარსელონა” და სურს ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს გუნდს შეუერთდეს. სესკიც გამოთქვამს იმის სურვილს, რომ ითამაშოს მშობლიური კლუბის მინდორზე, სადაც მან პირველი ნაბიჯები გადადგა ფეხბურთში. ერთადერთი, რაც ამ ტრანსფერის განხორციელებას დიდ პრობლემას უქმნის არის ფინანსური საკითხი კლუბებს შორის, რადგანაც კატალონიელები არ ეთანხმებიან იმ ფასს, რასაც ინგლისური გრანდი ითხოვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში