ხვალ, თბილისის დროით 15:00 საათზე, ვიქტორ ფონტი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მისი პროექტის “Si al Futur”-ის ეკონომიკურ მხარეს წარადგენს.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მცირე შესავლით ხვალინდელი კონფერენციაც დააანონსა:
“ბარსა” მეტია ვიდრე კლუბი. ის არის ქვეყანა და საშუალებას გვაძლევს, ყველას ავუხსნათ, რომ ჩვენ ვართ კატალონიელები. ეს მიდგომა უნდა შევინარჩუნოთ და უფრო განვამტკიცოთ.”
“ბარსას” მოცემულ ფინანასური მდგომარეობასთან ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პროექტი სრულ შესაბამისობაშია. გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც კლუბის უამრავი წევრისაგან მეტ ფინანსურ სარგებელს მივიღებთ.”
ვიქტორ ფონტი 24 იანვარს გასამართ არჩევნებში ჟოან ლაპორტას შემდეგ გამარჯვების მთავარ კანდიდატად ითვლება.


ეს რატომღაც ფულის მკეთებელი ბართუშა მგონი. ლაპორტა მინდა.
საკმაოდ ჭკვიანი კაცია ესეც თუმცა ლაპორტა გვირჩევნია ამ მომენტში, ლაპორტამ ერხელ უკვე შეძლო და ააყვავა ბარსელონა და იმედია ახლაც მასე იქნება
ლაპორტა მოუგებს ამას..პრინციპში ლაპორტას მოსვლა ყველასთვის კარგი იქნება რადგან მას აქვს კლუბის მართვის გამოცდილება + როცა ლაპორტა იყო პრეზიდენტი მაშინ ქონდა კლუბს ოქროს ხანა, ლაპორტას აქვს უნარი შეარჩიოს კარგი ტრანსფერი, ლაპორტამ იცის როგორ ააღორძინოს ლამასია.. მოკლედ ლაპორტამ უნდა გაიმარჯვოს..
ისე ეს მაგარ კონკურენციას კი გაუწევს ლაპორტას. საინტერესო იქნება ამის გეგმაც
საინტერესო იქნება
კარგიხარ მარა ჩქარი, დააცა ლაპორტას რას წარმოადგენს და მერე გადაუჯოკრე. თორე თითონ არაფერი ფინანსისტია და რამე იდეა არ აგახიოს და შელამაზებული სახით არ წარადგინოს თორე ვსო ჩათვალე გაგედო, ისედაც ნოსტალგიის ამამბავში ბევრი მისკენაა
"ჩვენ ვართ კატალონიელები" ეროვნულობის გაჟღერება პოპულიზმის სხვა ლეველია