“ბარსელონას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, კარლეს ტუსკეტსს კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრა სურს, რათა “მანჩესტერ სიტის” მცველის, ერიკ გარსიას შეძენის საკითხი განიხილოს.
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტრანსფერი უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს.
როგორც უკვე ვიცით, “ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 იანვარს ჩატარდება.

და ტოდიბომ რა აჩვენა?! გასაგებია, რომ 1.95 სიმაღლის მოზვერია, მერე?!
ლა მასიელი, საკუთარი აკადემიის აღზრდილი ნიჭიერი მცველი მაინც უფრო უკეთ ჩაჯდება გუნდის ფილოსოფიაში, ვიდრე გადაყრილ 50 მილიონად მოყვანილი ვინმე ჰიპოთეტალური "ტოპი"
მინგესას რას უწუნებენ ვერ ვხვდები, გუშინ რომ შემოვიდა, მაგის გამო გოლი გავიდა და 3 ქულა განიავდა?!
ამის ყიდვა ტოდიბოს დაბრუნება უფრო მხიბლავს,
თუ ნიჭს ვერ ასხივებს ეს ბიჭი და ჩვეულებრივი მცველია, რაღა ჯანდაბად უნდათ რომ მოათრევენ?! გვარდიოლა არ დათმობდა ამას კარგი რომ იყოს ასე ვფიქრობ. და საერთოდ ასე ჩვეულებრივი კარგი მცველი მინგესაც გვყავს.
ნეტა ამ ტუსკეტს ვინ რას ეკითხება შეხვედრა უნდა თორე იმათმაც უცბად ჩაუკაკლონ თავიანთი გეგმები იცია რო დარხეული აქვს და ცდილობს ვინმეს შეეტენოს
მოიყვანონ, თავის დროზე არ უნდა გაგვეშვა ტოდიბო😔😔
ლაპორტა რო მოვა გვეშველება და მერე მსგავსი ტრანსფერები არ იქნება სანატრელი, მართლა დავიღალე რა ისეთი შეუსრულებელი მისიაა გარსიას და დეპაის ყიდვა?