ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფის შვილიშვილი “ლა მასიას” ტოვებს

კრუიფის შვილიშვილი “ლა მასიას” ტოვებს

  კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან კრუიფისა შვილიშვილი, რომელიც ამავდროულად ექს–”აზულგრანელის”, ხესუს მარიანო ანგოის ვაჟია, ჯოშუა ანგოი კრუიფი, ტოვებს “ბარსელონას” ახალგაზრდულ სისტემას, რომელშიც მან ორი წელი გაატარა ადგილობრივ ასაკობრივ გუნდთან ერთად. მან გამოიარა “ჟუვენილის” ყველა ასაკობრივი გუნდი.

 

ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან მძიმე ბრძოლა უხდებოდა იმისთვის, რომ საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა გუნდში, თუმცა მან ვერ შეძლო გატოლებოდა საკუთარი ოჯახის წევრების დონეს. სწორედ ამიტომ, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც თავისუფლად შეეძლო ჯოშუას “ლა მასიას” დატოვება.

 

ჯოშუა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაიწყო ხავიერ ურუტის საფეხბურთო სკოლაში, აპირებს, რომ მომავალი დაუკავშიროს საფეხბურთო კლუბ “ევროპას”, სადაც “ჟუვენილ” გუნდებს მამამისი, მარიანო ანგოი უხელმძღვანელებს.

 

გავრცელებული ხმების თანახმად, წასვლის მიზეზი გახლდათ უთანხმოება კლუბის პრეზიდენტსა და “მფრინავ ჰოლანდიელს” შორის, რომელიც უკვე აღარავისთვისაა უცხო. “ოცნების გუნდის” თავკაცი მუდამ აკრიტიკებს სანდრო როსელს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში