მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შეენც ბრუტუს?!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შეენც ბრუტუს?!

წელი დასრულდა!

დასრულდა ისეთი თამაშითა და შედეგით, რომელიც მთელ 2020 წელს იდეალურად აღწერს. კუმანმა თუ ზაფხულამდე სტატუსი შეინარჩუნა, ეს მისი მაქსიმუმი იქნება, სხვა მხრივ კი ბევრი არაფერი დარჩენია, წასვლის წინ შეუძლია თქვას, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი და რამდენიმე ახალგაზრდას დაწინაურების საშუალება მისცა, როგორც თავის დროზე ვან გაალმა დააწინაურა ანდრეს ინიესტა, იმ ავადსახსენებელ სეზონში.

ეს არის და ეს.

ტაქტიკა

წინა ტურის მსგავსად, “ბარსამ” ამჯერადაც სამი მცველით ითამაშა, შეტევის დროს 3-4-3-ით ვუტევდით, დაცვის დროს ხუთ მცველზე ვეწყობოდით, ხოლო ცენტრში ბურთის გორაობისას, რაც მთელი თამაშის განმავლობაში ხდებოდა, განლაგება 3-5-2-ზე ეწყობოდა.

ვერ გამოდგა მხოლოდ ორი თავდამსხმელით თამაში გამართლებული. პედრი შემტევებს ხშირად ეხმარებოდა, მაგრამ რაც არ უნდა დიდი თავისუფლება მისცე, მაინც ნახევარმცველია და მესის ფუნქციების შესრულებას ვერ მოვთხოვთ. სწორედ ეს იყო შეცდომა, ორ შემტევს შეგიძლია ენდო მაშინ, როცა ამ ორიდან ერთი ლიონელ მესია, მას აქვს უნარი ყველაფერი თავად გააკეთოს, ხოლო როცა ორი ფორვარდიდან ერთი არაფრის მაქნისი გრიზმანია და მეორე უკლასო ბრეითუეიტი, საერთოდ რის იმედზე შეიძლება იყო?!

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევანიც არ იყო დიდი, უსმან დემბელე ახალი დაბრუნებულია და ორი ტაიმის რეკომენდაციას სამედიცინო გუნდი ვერ გასცემდა.

მიუხედავად ამისა, აუცილებლად სამი შემტევით უნდა დაგვეწყო. ახლა ამის თქმა მარტივია, მაგრამ არც თამაშის დაწყებამდე უნდა ყოფილიყო რთული მისახვედრი.

მცველები

აღნიშნული ტაქტიკის დროს, მთელი ფლანგის კონტროლი ევალებათ განაპირა მცველებს, “ეიბართან” ამ ფუნქციების შესრულება ფირპოსა და დესტს დაევალათ. ერთმა თავი გაართვა, მეორემ კი ჯერჯერობით ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა და შესვენებაზე შეცვალეს. სულ მალე რობერტოც დაბრუნდება და დესტი ზამთარში ადგილს დაკარგავს, მან ვერ გამოიყენა შანსი, რომელიც მიიღო.

ფირპომ ალბა შეცვალა, ალბას შეცვლა კი ურთულესი ამბავია, ჩვენი შეტევის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს. საგოლე მომენტების უმრავლესობა სწორედ ფირპომ შექმნა, ოთხჯერ გაიქცა ფლანგზე და კარგი პასებიც ჩამოარიგა, ორს გოლი მოჰყვა (ერთი არ ჩაითვალა), ერთს ბრეითუეიტი ვერ შეწვდა, არადა პასი დროული და კარგი იყო, მეოთხეს კი დიდი ხიფათი არ მოჰყოლია.

დაცვის ხაზში ყველაზე მაღალი შეფასება ფირპომ დაიმსახურა.

დაგვაღალატა თვითაღიარებულმა ნესტამ! ძალიან მწარე გამოდგა ამის ნახვა, უკანა ხაზში ყველაზე დიდ იმედს ვიზეც ვამყარებდით, ზუსტად იმან ჩაგვარტყა ლამაზი რომაული  ხანჯალი. “ბარსა” დიდი ხანია ანტიკურ რომს აღარ ჰგავს, მაგრამ ეს მომენტი ჰგავდა ბრუტუსის მოქნეულ მძულვარებას. არაუხო ვერ გამოდგა ისეთი ჭკვიანი, როგორებიც იტალიელი მცველები არიან, შეცდომა ყველას მოსდის, მით უმეტეს ამ ასაკში, ამის გამო ხაზს არავინ გადაუსვამს, მაგრამ ერთი დიდი მინუსი მაინც გამოჩნდა, გარდა იმისა, რომ სისხარტის მხრივ პრობლემა აქვს, (დააკვირდებოდით ალბათ, რომ ყოველ ჯერზე როცა შტეგენისთვის ცდილობს ბურთის დაბრუნებას, იმდენად მძიმედ ტრიალდება, რომ მეტოქეს ყოველთვის უტოვებს დროს ბურთზე ითამაშოს, ამ ნაკლს “ვალენსიასთან” ვიდეოანალიზის დროსაც გადავეყარეთ.) ვერც კორპუსით ახერხებს ბურთის დაფარვას, ამას კი უკვე აზროვნება სჭირდება, ტვინი უნდა იმის გაკეთებას, რასაც პედრი აკეთებს, წამგებიან პოზიციაშიც კი ისე ფარავს ბურთს, რომ მინიმუმ ჯარიმა გარანტირებული აქვს.

ასე ღიად გამოჩნდა კომპონენტი, რაშიც არაუხოს მოსამატებელი აქვს და ვნახოთ რას იზამს.

ისე კი მისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რაც აქტივში ჩაეთვლებოდა და კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის, მაგრამ დაგვაღალატა.

ლანგლე არ ტოვებდა დაცვის ლიდერის შთაბეჭდილებას, ალბათ იმიტომ, რომ არც არის ლიდერი. ხოლო მინგესამ თავის დონეზე ითამაშა. “ეიბარი” ისეთი ცუდი გუნდია, ჩვენ რომ საგოლე პასი ლანგრით არ მიგვერთმია, ალბათ კარსაც ვერ მიაგნებდნენ.

საყრდენი ზონა

ვნახეთ ყველაზე ცუდი დუეტი, რომელიც “ბარსას” აქამდე ჰყოლია, დე იონგისა და პიანიჩის წყვილი სრული კატასტროფა გამოდგა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში “ეიბართან” ბურთი ვერ დავიჭირეთ და უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ, როცა ასეთ მოწინააღმდეგესთან თამაშის კონტროლს ვერ ახერხებ, საერთოდ რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია?!

პედრი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც რაღაცის იმედს გვაძლევს.

ცვლილებები

გარდა იმისა, რომ თერთმეტმეტრიანი ბრეითუეიტმა შეასრულა, შეტევის გასაძლიერებლად მოედანი გრიზმანმა დატოვა. ეს ამბავი საწყისშივე ღიმილის მომგვრელია, შეტევის გასაძლიერებლად რომ 120 მილიონიანი თავდამსხმელი გაგყავს მოედნიდან.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეტევა გაამწვავა და შეტევაში რაღაც ღირებული გააკეთა, უსმან დემბელე იყო, კარგი გოლიც შეაგდო და ერთი-ორი მომენტიც ქარს გაატანა, მაგრამ ის მომენტებიც თავისივე შექმნილი იყო. გამოჩნდა, რომ პედრის ყოველთვის შეუძლია ბოლო პასი გააკეთოს, მაგრამ პირველ ტაიმში ამის საშუალება თავდამსხმელებმა არ მისცეს, ორივე სტატიკურია, გრიზმანი უბრალოდ დგას, ბრეითუეიტი კი უფრო საჩხუბრად გარბის, ვიდრე გოლის გასატანად.

აი დემბელემ მისცა პედრის ამის საშუალება და პედრიმაც დაუხატა პასი, მაგრამ ასეთი მომენტების გამოყენებას მუდმივი პრაქტიკა სჭირდება, “დამბოსთვის” ეგ ფანტასტიკის სფეროა.

იაქტიურა კოუტინიომ, ორი კარგი მომენტი შექმნა, გრიზმანზე მეტი გააკეთა, ბოლოს დაეცა და ვეღარ ადგა. ესეც კარგი სიმბოლური სურათია, რომელიც მთელ მის “ბარსელონურ” კარიერას აღწერს. გუნდი “ეიბართან” სამკვდროსასიცოცხლოდ იბრძვის, რომ როგორმე “კამპ ნოუზე” სამი ქულა აიღოს და ამ დროს კოუტინიო ფეხნატკენი გდია მოედანზე.

უკვე ვიცით, რომ სარეკორდო თანხად ნაყიდ ფეხბურთელებს კლუბში მომავალი არ აქვთ. ეს თავადაც კარგად იციან და ასეთ დროს ყველაფერი რთულდება.

კუმანი

მადლობა ბატონ რონალდს, რომ რიკის 5 წუთი მიაჩეჩა, ალბათ გაუწყრება, რომ თამაში ვერ მოატრიალა.

რას ველით ზამთარში? პირველ რიგში ველით მემფის დეპაის, რომლისთვისაც პსჟ-იც იბრძვის, არა იმიტომ, რომ მის გარეშე დაიღუპებიან, უბრალოდ ჩვენს გაძლიერებას არ დაუშვებენ და არც ფული დაენანებათ ამისთვის.

წლის ბოლო დღეს კი მთელ წელს შევაჯამებთ. სათქმელი ბევრია, სამი მწვრთნელი გამოვიცვალეთ, ბართომეუმ თავი დაგვანება, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ცხრიანი კონკურენტს მივყიდეთ და კინაღამ მეფეც გაგვექცა კვარცხლბეკიდან.

დაველოდოთ შეჯამებას.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (16)

  • გიო რგი
    30 დეკ 2020, 21:44

    Ise mesi rom wava barselonas ra eshveleba memgonia milanis gzas gaudgebit

  • Albicelecte
    30 დეკ 2020, 21:29

    ოქროს ფასად შეძენილი ბალასტის გადაყრა თუ უშველის გუნდს, რომ აეროსტატივით ზემოთ აიჭრას, ასე მგონია მე

    და კიდევ, მადლობა ფეოლას შესანიშნავი სტატიისათვის

  • BARCELONA FOREVER
    30 დეკ 2020, 20:36

    არვიცი იმედი მაინც მაქვს მაგრამ საკითხავია როდემდე :დ

  • vegassi54
    30 დეკ 2020, 19:40

    და იანვრიდან რას ველოდებით?ახალი პრეზიდენტი გრიზმანს და კოუტინიოს გაყიდის? მეეჭვება ვინმემ იყიდოს, სხვანაირად ფულს ჩვენ ვერ ვიშოვით რომ ცოტა ნორმალური მოთამაშეები შევიძინოთ მინიმუმ ერთი მცველი და ერთი შემტევი.ისევ პენსიონერების მოძიება მოგვიწევს,თავისუფალი აგენტების და ა. შ.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    30 დეკ 2020, 15:44

    ANSU FATI 10,
    გრიზმანის მოთრევისთვის ატლეტიკოდან ვის რა ჯანდაბად უნდა.თან სად მესი სად გრიზმანი.არაუხო კიდევ ახალგაზრდაა და ამით გაამართლებ მარა ეს გრიზმანი ლენგლე და კოუტინიო მასთან ერთად

    ANSU FATI 10,
    ეს კუმანი ცალკე მოვლენაა კიდე

  • ANSU FATI 10
    30 დეკ 2020, 15:30

    გრიზმანს რომ ცოტა ტრაკი გაენძრია მესი ნაკლებად გაგვახსენდებოდა მაგრამ სლეა და პასებსაც ვეღარ აკეთებს ვაფშე გრიზმანის ფეხბურთელობა მოვტ*ყან არასდროს არ ვაღიარებდი მაგას რამე კლასნ ფეხბურთელად და არც არაფერს მოველოდი მაგისგან არაუხომ გამიტეხა მაგრად..

    ციტატა: Nini
    მოკლედ მესი თუ არ არის ეს აშკარად ეტყობა გუნდს.რომ ყოფილიყო გუშინ ფრედ არ დამთავრდებოდა თამაში.აქედან დასკვნა მესი საჭიროა მოედანზე ყველა თამაშში.მის გარეშე ვერ თამაშობს გუნდი ფაქტია.საბოლოოდ ნებისმიერი თამაშის ბედი მაინც მესის ხელშია.

  • ფეოლა
    30 დეკ 2020, 14:51

    BarcaFan❤💙,
    ყველა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო? სხვა თამაშებს უყურებთ?
    სეზონის წინ დავწერე, რომ ყველაზე მეტად დესტის მეიმედებათქო, ახალმოსულებიდან, მაგრამ რა ერთ-ერთი საუკეთესო?

  • BarcaFan❤💙
    30 დეკ 2020, 14:09

    არა მაინტერესებს საიდან გამომდინარე ვერ გამოიყენა დესტმა შანსი?😀😀😀😀 თითქმის ყველა თამაშში ერთერთი საუკეთესო იყო და 1 თამაშოთ საზღვრავ ყველაფერს?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    30 დეკ 2020, 13:44

    მოკლედ მესი თუ არ არის ეს აშკარად ეტყობა გუნდს,რომ ყოფილიყო გუშინ ფრედ არ დამთავრდებოდა თამაში.აქედან დასკვნა მესი საჭიროა მოედანზე ყველა თამაშში და მის გარეშე ვერ თამაშობს გუნდი ფაქტია.საბოლოოდ ნებისმიერი თამაშის ბედი მაინც მესის ხელშია.პუჩი კიდევ კუმანს ამოჩემებული ყავს.

  • me da barca
    30 დეკ 2020, 13:40

    ბართომ თავი კი დაგვანება, მაგრამ მან თავისი მისია პირნათლად შეასრულა. ამ მავნებლურ საქმეს წლები დაჭირდება, რომ გუნდი ფეხზე დადგეს.
    <<ბართომეუ ციხეში.>>

  • Iniesta. And messi
    30 დეკ 2020, 13:38

    რონალდ კუმანის წასვლას ველოდები მე პირადად გაუგებარია საერთოდ საიდან მოათრიეს ჯერ სეტიენი და მერე ეს ვალვერდეზე არაფერს ვამბობ ის მწვრთნელი მაინც იყო რომელსაც ჰქონდა გეგმები და მისი ტაქტიკა და სანამ ბარსაში მოვიდოდა ბილბაოშიც შედეგები ჰქონდა

  • GiorgiGabe99
    30 დეკ 2020, 11:04

    ანსუ ფატი რამხელა ძალაა მოკლედ და იმედია პსჟ ემდე დაბრუნდება

  • grizmann
    30 დეკ 2020, 10:47

    იანვრის იმედიღა დაგვრჩა და ისეთი პრეზიდენტის მოსვლის რომელიც ძირეულად გარდაქმნის გუნდს სხვა გამოსავალი არ ჩანს იქნებ ფატი პიკე დაბრუნდეს და დეპაი ვიყიდოთ. ისე ოთხეულიც რთული იქნება პსჟზე არაფერს ვამბობ

  • Giorgi99
    30 დეკ 2020, 10:39

    გაყიდონ ჩინეთში ეგ და გრიზმანი, მაინც იქაური ჩამოსხმა არის ორივე

  • ფეოლა
    30 დეკ 2020, 10:07

    Alien 👽,
    მესი ტრავმას მკურნალობს.

  • Alien 👽
    30 დეკ 2020, 08:14

    მესი დაასვენეს და ეგ დასვენება 2 ქულა დაჯდა, მესის გარეშე ეიბარსაც ვერ ვუგებთ სახლში, ამით ყველაფერია ნათქვამი