“ბარსელონას” ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი, რიკი პუჩი, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ, იტყობინება The Athletic.
ლონდონის “არსენალთან” ერთად, პუჩის მომსახურებით პრემიერ ლიგაში ახლად დაწინაურებული “ლიდს იუნაიტედიც” ინტერესდება. ბოლო დროს “ბარსას” ტალანტი ევროპის არაერთ კლუბს დაუკავშირეს.
რონალდ კუმანთან არსებული უთანხმოების გამო, 21 წლის პუჩს კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია.



მეტი დრო ამ ბიჭს!!!
ართამაშობს და სად აკვირდება
ჰო, კოუტინიო იმდენს ვარჯიშობს, რომ თამაშის დროს სირბილის თავიც აღარ რჩება, როგორც ჩანს
რა ტალანტს აფუჭებს კუმანი ნერვები მეშლება
ამას არ ენდობა კუმანი და მოყავს თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებაო, სამაგიეროდ თავს არ ზოგავს კოუტინიო და ყოველ თამაშზე გვაოცებს, დაფრინავს ტიპი.
აქ დაალპეს სკამზე და :დ