workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: “ბარსელონა” ახალ გუნდს პედრის გარშემო ააგებს

Marca: “ბარსელონა” ახალ გუნდს პედრის გარშემო ააგებს

კლუბის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ მომავლის “ბარსელონას” პროექტის აგება გუნდის 18 წლის ნახევარმცველის, პედრი გონსალესის ირგვლივ უნდა მოხდეს, წერს Marca. 

კატალონიელებს სურთ, ამჟამინდელი შემადგენლობის წევრების ნაწილი გაყიდოს, თუმცა ეს პედრის არ ეხება. მისი კონტრაქტი 2022 წლამდე მოქმედებს, რის შემდეგაც კლუბს ხელშეკრულების კიდევ 2 წლით ცალმხრივად გახანგრძლივების საშუალება ექნება. 

“ბარსელონამ” პედრი 2019 წლის სექტემბერში შეიძინა, თუმცა ფეხბურთელი გუნდს ოფიციალურად ერთი სეზონის შემდეგ შეუერთდა. წელს მის ანგარიშზე “ბლაუგრანას” მაისურით 19 მატჩი და 2 გოლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 27 დეკ 2020, 01:32

    ზედმეტად ბევრი ხომ არ აკიდეს 18 წლის ბავშვს?

  • BARCELONA FOREVER
    schedule 26 დეკ 2020, 19:05

    პედრიზე აწყობა რავიცი :დ

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 26 დეკ 2020, 17:17

    სისულელე სტატიაა, როგორ უნდა ააწყო გუნდი პედრიზე?😀 გუბდს ააწყობ შემტევზე ,ყველა პასი მასზე რომ გაკეთდეს და გოლები ყაროს,პედრი რომელი გოეადორი ფორვარდია მასზე რომ გუნდი ააწყო? ეგ იქნება ფორვარდების მომარაგეველი

  • Maradona
    schedule 26 დეკ 2020, 17:10

    ერთ კაცზე აწყობილი გუნდი თუ გვერდით დონე ხალხი არ ყავს რა ფეხებსაც იზავს ნახავენ.

  • Messiah
    schedule 26 დეკ 2020, 15:29

    უმაგრესი ბიჭია პედრი … იმედია ფატიც ისევ ისეთი დაბრუნდება და ეს ორი თინეიჯერი ახალ ეპოქას შექმნის კლუბში

  • Albicelecte
    schedule 26 დეკ 2020, 13:42

    მარკა, კიდევ პროვოკაციული გამოხტომა…
    ჩავი, ინი, ბუსი, კარლესი, დანი… მესი… ვისზე იყო აწყობილი გუნდი? რომელ 1 კაცზე?
    ლეო გასაგებია, მაგრამ ესპანეთის ნაკრები რომ ყველაფერს იგებდა, განა რეალის ხარჯზე აკეთებდა ამას? ბარსელონა იყო საბაზო გუნდი

  • ANSU FATI 10
    schedule 26 დეკ 2020, 13:26

    ჰაა. ნუუ ფაქტია სულ ძირითადშია და შეტევაში პედრის და მესის გარდა ვერავინ ვერაფერს აკეთებს დაააა მთლად აზრს მოკლებყლი სლეობა არაა.

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2020, 13:03

    არავის გარშემო არ უნდა ააწყო გუნდი წამყავი მოთამაშე რო იქნება პედრი მომავალში რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი მარა ვაიდა არ წაუვიდეს თამაშები? ამიტომ გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს ერთ ორგანიზმად ყველას უნდა ქონდეს თავისი როლი და ფუნქციები საბოლოო ჯამში რო გუნდმა მიაღწიოს წარმატებას

  • Mr.freeman
    schedule 26 დეკ 2020, 12:46

    რა პედრო ბრეითვეოთი რისთვის გვყავს ეგაა გუნდის ცენტრალური ფიგურა . და ფერნანდესი კიდე მაგის გარშემო ჯდებიან ბიჭები სკამებზე ეგაა მანდ მთავარი ფიგურა . ლაზარეთში კიდე დემბელესა და უტიტიზე უნდა აიგოს.

  • AGU3RO
    schedule 26 დეკ 2020, 12:46

    პედრი და ფატი.

  • GiorgiGabe99
    schedule 26 დეკ 2020, 12:38

    მარკას სტატიებს რეალის ფანების გარდა ვინმე თუ იჯერებს ძაან მაინტერესებს :დდ

  • OLD
    schedule 26 დეკ 2020, 12:36

    რა მარკა რის მარკა ვის ჯერა ამ ყველაფრის