ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენი შესაძლოა “უდინეზეში” გადავიდეს

ჟეფრენი შესაძლოა “უდინეზეში” გადავიდეს

 

ორშაბათის შეხვედრაზე,  კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ჟეფრენ სუარესის საკითხი განიხილეს…

 

როგორც “Esports COPE” იტყობინება, ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, ვიცე–პრეზიდენტი ხოსე მაირა ბართომეუ და რაუნ სანლეი ესწრებოდნენ, განხილული იქნა ჟეფრენ სუარესის გუნდიდან წასვლის საკითხი. “ბარსას” ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე ჟეფრენის ბედი სამ გუნდს, “უდინეზეს”, “რომასა” და “ვილიარეალს” დაუკავშირეს.

 

მოგეხსენებათ, კატალონიელები “უდინეზედან” ალექსის სანჩესის გადმობირებას ცდილობენ. კატალონიელები ყველა დანამატთან ერთად, მასში 38 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. თუ ამ ტრანსფერში ჟეფრენი იქნა ჩართული, მაშინ ეს თანხა საგრძნობლად შემცირდება. თუმცა, ჟეფრენის მაგიერ, შესაძლოა ალექსისის ტრანსფერში ჯონათან სორიანო იქნეს გამოყენებული, რომლის გუნდიდა წასვლაც გარდაუვალია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში