2012 წლის 22 დეკემბერს, ლა ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” სტუმრად, ანგარიშით 3-1, დაამარცხა.
ამ თამაშში, ლიონელ მესიმ 2012 წელს თავისი 91-ე გოლი გაიტანა, რაც კალენდარული წლის განმავლობაში, გატანილი გოლების რაოდენობით დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია. ლეომ გერდ მიულერის 40-წლიანი რეკორდი (85 გოლი) გააუმჯობესა.
[media=https://twitter.com/FCBarcelona/status/1341337299024490497]
აღსანიშნავია, რომ, 8 წლის შემდეგ, კვლავ, 22 დეკემბერს, “ხოსე სორილიაზე”, “ვალიადოლიდი” “ბარსელონას” უმასპინძლებს.
და ისევ გაიტანს, ამჯერად პელეს რეკორდს დაამხობს.
არანორმალური შედეგი დადო ტიპმა გინესის წიგნშიცაა შეყვანილი
Albicelecte,
აღარ გააგრძელო :დ
იმ სეზონში რომ ლიგა დაედოთ, ეგ იქნებოდა კულმინაცია, მაგრამმმმმ
მიდი რეკორდი რეკორდზე უნდა დაამყარო რო ვერავინ ვერ მოხსნას
ხოდა ახლა პელეს რეკორდს დაამხობს⚽️⚽️⚽️
რაკაი დროიყო :დ ლეგენდარული ტრიო
რა კაი დრო იყო, როდესაც დუბლს რომ დადებდა, გვეცოტავებოდა