გრაფიკი გადატვირთულია, თამაში თამაშს მიჰყვება და სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება. ფეხბურთელებს მხოლოდ სანაკრებო პაუზა თუ ამოასუნთქებთ, თუმცა, ვისაც ნაკრებში უწევს თამაში, მისთვის უფრო დიდი დატვირთვა იქნება.
ვიდეოანალიზის მომზადებაც სწრაფად გვიწევს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ერთი ამბავი გამოიკვეთა, მეტოქეებს გოლი როგორც წესი კარგი და გააზრებული კომბინაციის შედეგად გააქვთ, “ბარსა” კი ძირითადად ან თერთმეტმეტრიანს იტანს, ან ინდივიდუალურად გაიბრწყინებს ვინმე.
ინდივიდუალური შეცდომები
სანამ ტაქტიკურ შეცდომებზე გადავიდოდეთ, მანამდე მცველების ინდივიდუალურ შეცდომებს უნდა გავუსვათ ხაზი, “ვალენსიასთან” შეხვედრაში უშეცდომო მცველი არ გვყოლია, თითოეული მათგანი უშვებდა შეცდომას, ზოგი მძიმეს და ზოგი უფრო მძიმეს. გამომდინარე იქიდან, რომ არაუხომ ძალიან მაგარი გოლი შეაგდო, ბევრი ვაქეთ და ვადიდეთ, მაგრამ შეცდომები მასაც ჰქონდა.
ვიდეოს პირველ ნაწილში სწორედ არაუხოს შეცდომაზეა აქცენტი. შეტევას “ბარსა” იწყებს, მარტივი კომბინაციით, ბუსკეტსი მეტოქის ნახევარდაცვის ზონის გაჭრას უმარტივესი პასით ახერხებს, შეტევა კარგად ვითარდება, თუმცა ბოლო პასმა ვერ ივარგა. ბურთი იკარგება და არაუხო ზედიზედ უშვებს შეცდომებს. ჯერ ბურთს დაშვება აცადა და ტრაექტორია ვერ გათვალა, მერე პოზიციას კარგავს, მერე ბურთსაც კარგავს და იმის ნაცვლად, რომ უკან დაიხიოს და მანძილი მოიგოს, პირველ ნაბიჯს წინ აკეთებს, სწორედ ამიტომ, მეტოქემ სისწრაფეში აჯობა და შეტევა კარში დარტყმით დაასრულა.
მეორე მომენტში სერჟინიო დესტი ცდება, ვერ ვიტყვით, რომ არავინ ეხსნებოდა, მინიმუმ ორი ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ დაახანა და ბურთი დაკარგა, ამჯერად ტერ შტეგენმა გვიხსნა.
მესამე მომენტში კი ოთხეულს მოვუყარეთ თავი, რადგან ალბა და მინგესაც შეცდნენ. სანამ ალბა მსაჯს ელაპარაკება, მეტოქემ ჯარიმა გაათამაშა და მის ფლანგზე მეტოქეს 4 მეტრით ჩამორჩა, დაწევის შანსი აღარ ჰქონდა, მინგესამ კი ისე ითამაშა, როგორც გამოუცდელი მცველები თამაშობენ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ბურთზე თამაში შეგიძლია, დასწრებაზე არ უნდა ითამაშო, მაგრამ გამოუცდელობამ თავის საქმე გააკეთა და პედრიმაც ვერ მოასწრო უკან დახევა, გოლს სასწაულით გადავურჩით.
ტაქტიკური შეცდომები
პირველ მომენტში ვხედავთ, რომ პოზიცია დაკარგული აქვს როგორც პედრის, ისე ბრეითუეიტს. წესით ფეხბურთელი, რომელიც გვიტევს, დანიელმა უნდა აიყვანოს, მაგრამ ჩამოეძინა, პედრიმ კი ვერ დააზღვია და ცენტრი მოშიშვლებულია. უფრო მაღალი დონის გუნდი აუცილებლად დაგვსჯიდა.
მეორე მომენტი “ბარსას” სწრაფი შეტევით იწყება, ძალიან კარგი შეტევით, სადაც ისევ ბოლო პასი გაფუჭდა, მერე პრესინგიც დაგვიანდა და ვხედავთ, რომ სერჟინიო დესტი ზედმეტად ცენტრშია შემოწეული, ამიტომ მას არაუხო აზღვევს, თავად კი მის ადგილს იკავებს, მაგრამ ზონური დაცვის პრინციპებს არღვევს და იმის ნაცვლად, რომ დიაგონალურად უკან დაიხიოს, ზუსტად მის ხაზზეა გასწორებული, რაც მეტოქეს უპირატესობას ანიჭებს. ამჯერადაც ტერ შტეგენმა გვიხსნა.
გოლები
პირველ გაშვებულ გოლს დიდი ანალიზი არ სჭირდება. დაკვირვების გარეშეც ჩანს, რომ გრიზმანი ცდება, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს დამუშავებული კომბინაციაა. სანამ “ვალენსიელები” სწრაფად ცვლიან ადგილებს, ბუსკეტსი და გრიზმანი ერთმანეთს ხელს უშლიან და საბოლოოდ ვერ ერთი ასწრებს მეტოქის აყვანას და ვერც მეორე. აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება – რატომ იყვანდა გრიზმანი იმ ფეხბურთელს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მეორე სართულზე?
მეორე გოლის დროს თითქოს ყველაფერს გავართვით თავი, დესტი ცოტა დაბნეულად გამოიყურება, მაგრამ მაინც ახერხებს არაუხოს დაზღვევას, თან დიაგონალი დაცული აქვს, პასი ცენტრიდან შეჭრილ ფეხბურთელზე გადის და პედრი ადგილზეა, აი მერე კი ყველაფერი აირია, პედრი მეტოქეს საშუალებას აძლევს, რომ ჩააწოდოს, იქ კი მინგესა დგას და ბურთს ელოდება, არცერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს, არც კი უცდია, რომ დასწრებაზე ეთამაშა, ესეც გამოუცდელობის ამბავია. 3 მეტრი ჰქონდა დისტანცია თავდამსხმელთან და მაინც დაასწრეს.
შემდეგ ვიდეოებში შევეცდები აქცენტი ჩვენს შეტევებზე გავაკეთო, უბრალოდ ამის საშუალება გუნდმა უნდა მოგვცეს. თერთმეტმეტრიანებისა და ბურთის უბრალო გორაობის გარდა, კარგი იქნება თუ რამე საინტერესოს მოიფიქრებენ.




კიდევ დაიდო კუმანის ინტერვიუ, დრო მომეცით, ქრისტე ღმერთი კი არ ვარ სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარო
აუ საჭირო 3 ქუულა იყოო
მაინც მგონია შევლენ ფორმაში ახალი წლის მერე
სუსტი გული აქვს?
ეგ გაუძლებს, ჩვენ ვიკითხოთ.
ოპერაცია აქვს გადატანილი, სტენტირება თუ რაღაცა ასეთი;
ამიტომ უმჯობესია, რომ დავასვენოთ და ნაკლები თავსატეხი დავუტოვოთ
Albicelecte,
სუსტი გული აქვს?
ეგ გაუძლებს, ჩვენ ვიკითხოთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელს ბევრი აქვს გუნდზე სამუშაო, ტაქტიკაზე, მოძრაბებზე, სინქრონიზაციაზე და კუმანი ამის გამკეთებელი არ ჩანს
გუნდს სჭირდება სერიოზული ტაქტიკოსი, შემტევი ფილოსოფიით
კუმანისთვის კიდევ უმჯობესია, რომ გულს მოუფრთხილდეს და პენსიაზე გავიდეს, ან სადმე ჩინეთი-მლს-იაპონია-ყატარი-ემირატები
ადმინის სისლაბის გამო ხდება ეს ყველაფერი. მალე აღარავინ შემოვა ასე თუ გაგრძელდა ონლაინშიკები ბლატავი და ღირსიც იქნება.