11 ლეგენდა, რომლების რეკორდებსაც მესი შესწვდა

11 ლეგენდა, რომლების რეკორდებსაც მესი შესწვდა

პელე მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდაა, რომლის რეკორდიც მესის მსხვერპლი ხდება. ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით არგენტინელი ბრაზილიელს გუშინ გაუთანაბრდა.

“ბარსელონა” გვთავაზობს იმ 11 შემთხვევას, როდესაც მესიმ ლეგენდარული ფეხბურთეელების რეკორდები დაამხო.

დაუკვირდით – ყველა რეკორდი გოლების რაოდენობას ეხება და ეს მაშინ, როდესაც მესი ცენტრფორვარდი არაა და მას გოლების გატანის გარდა კიდევ ბევრი რამის კეთება უწევს.

04.05.2010, ბარსელონა-ტენერიფე

მესის 122-ე გოლი გააქვს და “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-10 ადგილზე პატრიკ კლუივერტს ცვლის.

29.08.2010, რასინგი-ბარსელონა

130-ე გოლის გატანით მესი რივალდოს გაუთანაბრდა.

29.08.2010, რასინგი-ბარსელონა

იმავე შედეგით ლეო სამუელ ეტო’ოსაც გაუთანაბრდა.

23.04.2011, ბარსელონა-ოსასუნა

სეზონში 49 გოლის გატანით მესი “რეალის” უნგრელი ლეგენდის, ფერენც პუშკაშის მიღწევას იმეორებს.

27.04.2011, რეალი-ბარსელონა

“ბარსელონას” მაისურით გატანილი 184-ე გოლი და კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში მე-3 ადგილი, რომელიც მანამდე ჟოზეპ სამიტიერს ეკავა.

15.10.2011, ბარსელონა-რასინგი

“ბარსელონას” ფორმით მესის 194 გოლი უგროვდება, რაც ლასლო კუბალაზე უკეთესი შედეგია, კლუბის ყველა დროის ბომბარდირებს შორის კი მე-2 ადგილი.

20.03.2012, ბარსელონა-გრანადა

ჰეთ თრიქი და სესარ როდრიგესის რეკორდი დამხობილია – 232 გოლით ლიონელ მესი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

09.12.2012, ბეტისი-ბარსელონა

შესრულებული დუბლის წყალობით მესიმ გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა, რომელიც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 85 გოლის გატანას ეხებოდა.

23.03.2014, რეალი-ბარსელონა

“რეალთან” შესრულებული ჰეთ თრიქით არგენტინელი “კლასიკოს” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ხდება. მანამდე რეკორდი ალფრედო დი სტეფანოს ეკუთვნოდა, რომელსაც “კლასიკოში” 18-ჯერ გაუტანია.

22.11.2014, ბარსელონა-სევილია

კიდევ ერთი ჰეთ თრიქი და ლა ლიგაში დაგროვებული 253 გოლი, რაც ტელმო სარას რეკორდის დამხობას ნიშნავს. ამ დღიდან ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

19.12.2020, ბარსელონა-ვალენსია

“ბარსელონას” მაისურით გატანილი 643 გოლი პელეს რეკორდის გამეორებას ნიშნავს. დღეს, ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების მიხედვით პირველ ადგილს სწორედ ეს ორი ლეგენდა ინაწილებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • El Guaje
    schedule 20 დეკ 2020, 20:08

    გენია

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 20 დეკ 2020, 17:07

    M10 S9 D11,
    არსადაც არ უნდა წავიდეს და ბარსელონაში უნდა დაასრულოს კარიერა.კარიერის დასრულებისას კი ისეთი გაცილება უნდა მოუწყონ საფეხბურთო ისტორიას რომ არ ახსოვს და არც ისტორიას ზოგადად როგორც ეკადრება ფეხბურთის მეფეს რომ ბოღმიანებმა და ბოღმა ადამიანებმა ხმა ვეღარ ამოიღონ.

  • AGU3RO
    schedule 20 დეკ 2020, 16:59

    ლეგენდარულია

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 20 დეკ 2020, 16:42

    M10 S9 D11,
    დიდი სიამოვნებით.

  • M10 S9 D11
    schedule 20 დეკ 2020, 16:15

    ციტატა: Nini
    მოხსნა ამდენი რეკორდი გაიმეორო პელეს რეკორდი და ახლა როცა ცუდი პერიოდი აქვს აკრიტიკო გაუთავებლად.არ უნდა წავიდეს ბარსელონადან არაფრით,წასვლის მერე არავინ გაითვალისწინებს მის რეკორდებს და დამსახურებას.გამოჩნდებიან ისეთებიც ვინც მოღალატედ ჩათვლის და რა გაუკეთებია ბარსელონასთვისო უპრობლემოდ იტყვის.


    ხოდა ვინც მაგას იტყვის თავზე უნდა დაალეწო ის რაშიც ფეხბურთს უყურებს

  • ChillO
    schedule 20 დეკ 2020, 15:38

    G.O.A.თ heart_eyes heart_eyes

  • Albicelecte
    schedule 20 დეკ 2020, 15:17

    Maldini,
    სწორი ტრასფერები ოღონდ,
    არაუხო ძალიან კარგი მცველია, ხანგძლივვადიანი პროექტის ნაწილი
    ისე, როგორც დესტი და მინგესა
    თანაც ეს ორი ბიჭი კლუბის აღზრდილები არიან
    ფულით ყველაფერს რომ ვერ იყიდი ეს დემბელე-გრიზმანი-კოუტინიოს ტრანსფერებმაც აჩვენა
    არც ბრაითვაიტის მაგავსად საშუალო დონეც არაა გამოსავალი
    პედრი-დესტის მსგავსი ტრანსფერები და აკადემიიდან ნიჭიერი ბიჭების დაწინაურება

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 20 დეკ 2020, 13:59

    მოხსნა ამდენი რეკორდი გაიმეორო პელეს რეკორდი და ახლა როცა ცუდი პერიოდი აქვს აკრიტიკო გაუთავებლად.არ უნდა წავიდეს ბარსელონადან არაფრით,წასვლის მერე არავინ გაითვალისწინებს მის რეკორდებს და დამსახურებას.გამოჩნდებიან ისეთებიც ვინც მოღალატედ ჩათვლის და რა გაუკეთებია ბარსელონასთვისო უპრობლემოდ იტყვის.

  • Maldini
    schedule 20 დეკ 2020, 12:51

    ტრანსფერებია საჭირო, გუნდს რესურსი არააქვს, გუნდის გადასარჩენად არაუხო რომ გამოგყავს იქ ნათელია ყველაფერი. მაგრამ დღეს ეს ტრანსფერებიც ისეთი საშიშია რომ რავიცი. მაღალი კუშის გაქნევა დიდი რისკია უკვე. როგორ გამიხარდა გრიზმანის მოსვლა, კი ვხედავთ რა ფორმაშიცაა. თუნდაც აზარი ავიღოთ რეალში. რავიცი რავიცი, სუარესის გამშვების ყველას დედას ვტენე.

  • M10 S9 D11
    schedule 20 დეკ 2020, 12:24

    უდიდესი ხარ ლომო ❤️❤️

  • BARCELONA FOREVER
    schedule 20 დეკ 2020, 12:16

    რეკორდს რეკორდზე ამყარებს ეს კაცი მეტი რა ქნას

  • Msn91011
    schedule 20 დეკ 2020, 11:28

    კონკრეტულად ეს თამაში გაყიდულს უფრო გავდა ვიდრე ბარსას ფეხის წატეხვას. დღეს რეალიც დაკარგავს ქულებს დიდი ალბათობით და მალე ატლეტიკოც დაიწყებს ბევრი ქულების დაკარგვას და შანსი მაინც არის ჩემპიონობის მაგრამ ცოტა აზზე უნდა მოვიდეს გუნდი. ისევ ჯობია ლენგლე დადგეს დაცვაში არაუხო კაია და მაგასთან ერთად იქნებ რამე გამოვიდეს. დალშე შეტევაში კიდე არის შანსი სიტუაცია დალაგდეს და ვნახოთ იქნებ ათამაშდეს გუნდი. ალბათ ისეთი სურათია კომანს მთელ წელს აცდიან და ბოლოს გაუშვებენ მაინც არამგონია შეძლოს რაიმეს მიღწევა უბრალოდ თამაშს რო ვუყურებ გუნდს ეტყობა რო აკლია ბევრი რაღაც და ყოველ თამაშზე ოდნავაც არ ხდება მაგის გამოსწორება ასევე დაწყევლილია გუნდი სხვისი გუნდის 1 კარში დარტყმა და გოლია როცა ჩვენ მცველებს ვერ ვაცილებთ რეალურ მომენტში ეს უკვე ფსიქოლოგიური ამბავია ძაან დაჩაგრულები არიან ამ მხრივ არანაირი აგრესია და გოლის გატანის წყურვილი. გუშინ მანე გაიყვანა კლოპმა რა ანგარიშზე რა რეაქცია ქონდა ტიპი დაგეშილია გოლზე და ზუსტად ესეთი მოთამაშეები გვინდა პირველ რიგში