იტალიური “მილანის” კაპიტანმა, მასიმო ამბროსინიმ “La Gazzetta della Sport”-თან საუბარში განაცხადა, რომ მის გუნდს ევროპის ყველა გუნდის დამარცხება შეუძლია … გარდა ერთისა…
“ჩემი აზრით, ამ დროისთვის “მილანს” შესწევს ძალა ევროპის ყველა გუნდს გაუწიოს სათანადო კონკურენცია, გარდა “ბარსელონისა”. ეს არის გუნდი, რომელიც ჩვენზე სამი თავით მაღლა დგას”, – განაცხადა მილანელთა კაპიტანმა.
