workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მონატრებული ფეხბურთი “კამპ ნოუზე”

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მონატრებული ფეხბურთი “კამპ ნოუზე”

ლა ლიგის ლიდერი დამარცხებულია! ისედაც ვიცოდით, რომ “სოსიედადის” ლიდერობა დიდხანს ვერ გასტანდა და არც ის დროა შორი, როცა სატურნირო ცხრილში ჩამოვიცილებთ.

პირველი ტაიმი იყო ძალიან კარგი, კუმანის ხელში ასეთი კარგი ალბათ არც გვქონია. მართალია, გოლი გავუშვით, მაგრამ თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით და იგრძნობოდა, რომ გავიტანდით. ეს დამაჯერებლობაც უკვე რაღაცას ნიშნავს.

დაცვა

დავიწყოთ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელით. ადრეც აღგვინიშნავს, რომ ჟორდი ალბა “ბარსასთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. როდესაც ჟორდი მოედანზე არ არის, გუნდის შემტევი პოტენციალი განახევრებულია, უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა. ძალიან კარგი გოლი შეაგდო, საგოლე პასი გააკეთა, გრიზმანის სასწაული რომ არა, მეორე საგოლე პასსაც მიითვლიდა და ადნან იანუზაის ორი მეტრიდან კინაღამ თავი წააგლიჯა! ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ძალით არ უქნია, ადრეც გაუკეთებია და ისევ გააკეთა, ადრეც გაოცებული ასავსავებდა ხელებს “მე რა შუაში ვარო” და ამჯერადაც ასე გაიოცა. მცველებს აქვთ თავიანთი მეთოდები შემტევების წყობიდან გამოსაყვანად, ასეა თუ ისე, ალბამ “სოსიედადის” შემტევებიც დაჩაგრა და მცველებიც.

უფრო მეტი აქტიურობა მართებდა სერჟინიო დესტს, პირველ რიგში იმიტომ, რომ აქვს ამის პოტენციალი, არა მგონია რონალდ კუმანი უშლიდეს შეტევაში ჩართვას. მისი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი თამაშის ნახევარს შეტევაში უნდა ატარებდეს, მით უმეტეს, რომ პირველი ტაიმი იძლეოდა ამის შესაძლებლობას.

ვითამაშეთ ორი ახალგაზრდა ცენტრით, არაუხო-მინგესას დუეტი ჩემპიონატის ლიდერის შეტევებს გაუმკლავდა. განსაკუთრებით კარგი იყო არაუხო, რომელიც “ბარსას” დაცვის ლიდერად ყალიბდება, იმაზე ნაკლებ შეცდომას უშვებს, ვიდრე ლანგლე და იმაზე ბევრად დამაჯერებელია, ვიდრე მინგესა, არც უმტიტის დაჩაგვრა გაუჭირდება და შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა შეუცვლელ ფეხბურთელად ყალიბდება.

ერთადერთი მომენტი იყო, როცა გვანერვიულა, უკანასკნელი იმედის ჯარიმის ზღვარზე ითამაშა და გაძევებას გადაურჩა. აი მინგესა მონდომებულია, მაგრამ მისთვის ძირითადი ადრეა. უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს და თამაშობს.

ნახევარდაცვა

ის, რომ პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მეტწილად ნახევარდაცვის სამეულის დამსახურებაა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძალიან საიმედო იყო ბუსკეტსი, რომელსაც მოედნის ცენტრი ერთი წამითაც არ დაუტოვებია. ძალიან კარგი იყო დე იონგი და პედრი, რომელმაც ერთ მომენტში ისე თავგანწირვით ითამაშა, რომ კინაღამ ლაზარეთში გააქანეს.

დე იონგი და პედრი ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, სიღრმეში იწევდა მესიც, რომელმაც ძველი მესი გაგვახსენა, იდეალურად იწყებდა შეტევის ორგანიზებას, ბოლო პერიოდში შესამჩნევად ბევრი წუნი ჰქონდა, ამჯერად კი პირიქით, თითოეულ მოძრაობას და პასს პასუხისმგებლობით მოეკიდა, შესაბამისად, ხარისხი გაიზარდა და შედეგიც დაიდო.

მეორე ტაიმში კუმანმა განგებ დათმო მოედნის ცენტრი. აქ ორი უცნაური ამბავია აღსანიშნავი, პირველი არის ფრენკი დე იონგის ცენტრალურ მცველად ქცევა, მეორე ტაიმის დასაწყისში ფრენკი დაცვაში თამაშობდა, ბუკეტსი კი იმავე პოზიციაზე დარჩა. რამ გამოიწვია კუმანის ასეთი გადაწყვეტილება რთული სათქმელია, ერთადერთი აზრი მომდის თავში, შიშობდა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი არ გაეშვა, ჩათვალა, რომ ეს გარდამტეხი მომენტი იქნებოდა და 10-15 წუთის მერე, დე იონგი თავის პოზიციას დაუბრუნდა. მომდევნო ვიდეოანალიზისას აუცილებლად შევეხებით ამ ამბავს.

თავდასხმა

გრიზმანს სამი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა და ნამუსიც რომ ჰქონოდა, ერთს მაინც გაიტანდა. დე იონგის პასის გაფუჭება, ნამდვილად იყო უნამუსობის ტოლფასი! ალბას პასზე უკვე ვთქვით და კიდევ ერთ მომენტში თავად შექმნა ყველაფერი, მაგრამ… ვნახეთ ის, რასაც გრიზმანისგან უკვე მივეჩვიეთ.

ბრეითუეიტზე იმის თქმა შეიძლება, რომ ყოველთვის თავის მაქსიმუმს აკეთებს, ეს კი ჯერჯერობით საკმარისია იმისათვის, რომ ძირითადში იყოს. ტრინკაუ საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ფატი და დემბელე კი მკურნალობენ, ამიტომ ბრეითუეიტი მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა.

გამოჩნდა, რომ კუმანი, ჩვენი არ იყოს, კოუტინიოთი უკმაყოფილოა. როცა დე იონგი ან პედრი არიან ბურთთან, მათი გადაწყვეტილება ყოველთვის რაღაცის ნაწილია, იკითხება, რომ მომდევნო პასსაც ხედავენ, მოძრაობასაც აკონტროლებენ და ჭადრაკის ელემენტებს ატარებენ, ანუ, მომდევნო სვლა გათვლილი აქვთ. კარგი სანახავია, რადგან ჩავი-ინიესტას მერე, ნახევარდაცვის ცენტრში დიდად მოაზროვნე ხალხი აღარ გვინახავს. ინიესტა ალბათ ამის საუკეთესო მაგალითი იყო, მომდევნო ხუთი-ექვსი მოძრაობა ყოველთვის გათვლილი ჰქონდა. აი კოუტინიო კი ძალიან ხშირად ამოვარდნილია, პასს აკეთებს მხოლოდ პასისთვის, გაგრძელება არ ჩანს, თავი არ მუშაობს, ამიტომ დარჩა სკამზე და მალე ალბათ აბარგდება კიდეც.

იმედი მაქვს, დე იონგი, პედრი, პუჩის ტრიოს ერთხელ მაინც ვიხილავთ. კუმანის ხელში თუ არა, ვინმე ღვთისნიერის ხელში მაინც.

მომდევნო მატჩი “ვალენსიასთან” გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ კალენდარი რთულია, პირიქით, ყველანაირი პირობა გვაქვს იმისათვის, რომ გამარჯვების გრძელი სერია მივაწყოთ! მერე კი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდიც დაგვიდგება – სატრანსფერო ფანჯარა და არჩევნები!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • Albicelecte
    schedule 17 დეკ 2020, 15:07

    გრიზმანი არის უიღბლო და ტრინკაუს კარგი მთხოვნელი თუ გამოუჩნდა ეპლ-დან ეგრევე უნდა გავუშვათ
    დიოგო იოტაში გავცვლიდი პორტუგალიელი პორტუგალიელში და კიდევ ვინმეს დავუმატებდი (რადგან კლოპი გიჟი არაა)

  • Cule001
    schedule 17 დეკ 2020, 14:51

    მეორე ტაიმში პუჩი აუცილებლად უნდა შემოეყვანა ბუსკეტსის მაგივრად, მითუმეტეს ბუსკეტსს უკვე ყვითელი ქონდა მიღებული და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სარისკო იყო მისი მოედანზე ყოფნა

  • BaRCeLoNiSiMOo
    schedule 17 დეკ 2020, 14:48

    ციტატა: CHEPE
    დელაფუენტე უნდა ათამაშონ თორე მაგიც წავა სულ მალე თუ ესე არათამაშეს არადა კარგი ბიჭია ტრინკაოზე მეტს მაინც გააკეთებს


    ტრინკაო არაფერს არ აკეთებს კი არა ჩვენ წინააღმდეგაა, გუშინ ბოლო წუთზე მაგის ბრალი იქნებოდა გოლი რო გაგვეშვა 5-3 ზე ვუტევდით და 1 1 ზე ბრაიტვეითს პასი არ გაუკეთა , რარაცა ოჩოფეხად იფინტავა თავისი ჭკუით და ბურთი ისე დაკარგა რო აქეთ წამოვიდა სოსიედადი 6-4 ზე შეტევით. და სხვა თამაშებშიც ზოგადად საზიზრარი იყო, ბურთს ვერ იჭერს, კაცს ვერ ატყუებს, დარტყმა მეგონა ქონდა ოდნავ მაინც და ამდენ თამაშში მემგონი 1 ზუსტი დარტყმა არ აქვს კარში, ხიხო და ღორიც არის და ერთი სიტყვით პანჩურით არის გასაგდები =))))) ახალგაზრდაა მარა ძალიან გამაღიზიანა ამ მოკლე დროში… ))))

  • Don_Andresito
    schedule 17 დეკ 2020, 14:18

    ციტატა: Griezzy7
    გრიზმანი მაგარი უიღბლოა ტიპი ერთხელ შტანგას გაარტყა მეორეზე უკვე ჩასრიალებულიიყო დასარტმელად და მეკარეს მოხვდა 😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
    მეცინება ხოლმე უკვე მაგაზე


    პროსტა როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფეხბურთელმა გაიტანოს ის გოლი ყუმბარა ოსასუნა იყო მგონი, გოლი ვილიარეალთან წინა სეზონში, ანუ ესეთი კლასი გქონდეს, ბურთს ესე გრძნობდე და მერე გააკეთო ის რაც გუშინ გააკეთა. გააქტიურებულია, თითქოს იპოვა თავისი პოზიცია და გუნდს მოწყვეტილი აღარაა მარა წყევლა ისევ ძალაშია. გუშინ 100%ით უნდა გაედუბლა. ის შტურმიც ბოლოსკენ აღარ გვანერვიულებდა და გამოვიდოდა იდეალური იგრა

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 17 დეკ 2020, 11:22

    მეორე ტაიმში ისევ დაიწყო ჩემი ნერვიულობა მთლიანად დაუთმეს უპირატესობა სოსიედადს და ანგარიშის შენარჩუნება გახდა მიზანი გაგვიმართლა რომ არ გაგვიტანეს.მინგესას რაც შეეხება ადრეა ძირითადში ყოფნა მაგრამ სხვა გზა არაა ლენგლეს რომ უკვე ჯობს და მასზე მონდომებულია ჩანს,შანსი უნდა მიეცეს რომ ითამაშოს ძირითადში და მისგან კარგი მცველი დადგება.

  • Iniesta. And messi
    schedule 17 დეკ 2020, 10:48

    მატჩის წინა და მატჩის შემდგომ სტატიებდ დიდი დიამოვნებით ვკითხულობ ჩემი საყვარელი ორი სტატიაა👍👍👍👏👏👏👏👏

  • BaRCeLoNiSiMOo
    schedule 17 დეკ 2020, 10:40

    პედრი სიღრმეში 100 ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ფლანგზე და იმედია აღარ დააყენებს მარცხნკვ კუმანი, ცენტრში იმდენჯერ ეთამაშა მესის მარტივად მეგონა ინიესტა ყავდა გვერდით ლეოს, ძალიან კარგად უგებდა 17 წლის ბავშვი კედელი უნდა ეთამაშა თუ დაეჭურა ბურთი ან თავისით წაეღო, ერთი სიტყვით პედრი ჩემი აზრით საუკეთესო იყო. კიდევ ერთი რამ გამოჩდა ძალიან ნათლად- ტრინკაო ბარსას დონის კი არა კადისის დონის ფეხბურთელიც არაა, იმედია იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მერე ძირითადშიც და შეცვლაზეც აღარ ვნახავ ამ ამაზრზენ ფ3ხბურთელს, სადრთოდ 0 საფეზბურთო IQ აქვს.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 17 დეკ 2020, 10:36

    პირვლი ტაიმი ძან მაგარი იყო და მეორეში რა ემართებათ ამათ გრიზმანი კიდე გამაზვების რეკორდებს ხსნის ტიპი საოცრად აცილებს ასეთი უიღბლობა არვიცი :დ

  • AGU3RO
    schedule 17 დეკ 2020, 10:22

    კარგი სტატიაა

  • Andria
    schedule 17 დეკ 2020, 09:37

    გრიზმანი რა უიღბლო იმბეცილიაა