ვუყურეთ ამ ჩვენს საყვარელ გუნდს, ვუყურეთ და მივხვდით, რომ ისევ ჩვენ თუ შევცვლით რამეს უკეთესობისკენ და ცოტათი მაინც გამოგისწორებთ განწყობას.
იმ დროს, როდესაც “ბარსელონა” რეგრესს განაგრძობს, ჩვენი საიტი მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას ცდილობს.
მნიშვნელოვანი განახლებიდან ჯერ ერთი თვეც არაა გასული და თქვენთან ცვლილებების ახალი პაკეტით ვართ მოსულები.
ამჯერად გთავაზობთ შემდეგ ცვლილებებს:
Dark Mode
ჩვენი საიტი უკვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ე.წ. Dark Mode-რეჟიმში. ამისთვის საჭიროა, დააჭიროთ საიტის ზედა მენიუში არსებულ ნათურას. იგივე მოქმედებით შეგიძლიათ ფერადი ვერსია დააბრუნოთ.
სოციალური ქსელით ავტორიზაცია
ამიერიდან ჩვენს საიტზე შეგიძლიათ ავტორიზაცია გაიაროთ ფეისბუქის საშუალებით. ეს ძალიან მარტივი პროცედურაა. ამისთვის საჭიროა საიტის ზედა მენიუში დააჭიროთ “ავტორიზაციას”, შემდეგ კი Facebook ავტორიზაციას.
ეს ფუნქცია გამოსადეგია როგორც უკვე რეგისტრირებული წევრებისთვის, ასევე ახალი რეგისტრაციებისთვის.
თუ ფეისბუქით ავტორიზაციის გაუქმება დაგჭირდებათ, ამისთვის უნდა ეწვიოთ თქვენს პროფილს.
ავატარები
ამიერიდან თქვენი ავატარის ატვირთვის გარდა შეგიძლიათ ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ავატარებიდან ერთ-ერთი აირჩიოთ.
ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ თქვენს პროფილში და დააჭიროთ ავატარს.
ამჟამად დამატებული გვაქვს პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელის ავატარი.
ავატარების ბაზა პერიოდულად განახლდება.
კომენტარების ძველი დიზაინი
ვინაიდან კომენტარების ახალი დიზაინით ბევრი მომხმარებელი იყო უკმაყოფილო, დავამატეთ ძველი დიზაინიც. კომენტარის დამატების ფორმასთან დაემატა გადამრთველი, რომლითაც თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელი დიზაინი გსურთ.
ტოპ კომენტატორები
დღეიდან უკვე საშუალება გვაქვს გამოვავლინოთ ტოპ კომენტატორები დროის გარკვეული პერიოდის მიხედვით. ამას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ პრიზები გავათამაშოთ მათთვის, ვინც ჩვენს საიტზე კომენტარებს ყველაზე ხშირად წერს. ეს ხალხი ყოველთვის უყურადღებოდ გვყავდა დატოვებული და შეცდომის გამოსწორების დროა.
დეკემბრის თვეში “ბარსელონას” მაისურის გათამაშება სწორედ ამ პრინიციპით მოხდება.
თუ თქვენ გაქვთ კითხვა დღევანდელ სიახლეებთან დაკავშირებით, ან გაქვთ შემოთავაზება მომავალში როგორ გავაუმჯობესოთ საიტი, მოგვწერეთ, ან დაწერეთ კომენტარი ამ პოსტზე.
ჩვენ სასიამოვნო სიახლეების შემოთავაზებას მომავალშიც განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, იგივე მოხდება “ბარსელონას” შემთხვევაშიც.



კარგად ვერ მივხვდი. იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნათ.
კომენტარების გრაფა დაამატეთ რაა ანუ კომენტარს რო წერ რამე სიახლეზე და ვინმე გპასუხობს თუ არ მოძებნე და გადაქექე ვერ ხედავ რა
გადავწყვიტეთ, რომ ძველი ვერსიაც დავაბრუნოთ. ორივე ვერსია იქნება და მომხმარებლები თვითონ აირჩევენ.
მიღებულია შენიშვნა. მთლად თეთრი ცუდი იქნება, თუმცა გავაღიავებთ.
Dark Mode-ზე შრიფტი თეთრი რომ გააკეთოთ კაი იქნება, თორე ახლა ნაცრისფერია და ცოტა ცუდად ჩანს.
აპლიკაცია შექმენით *ბარსამანია* რომ გადმოვწეროთ უკეთესი იქნება.
ძაან კაი სიახლეებია. დარქ მოუდი და პრიზების ამბავი განსაკუთრებით მომეწონა. ისე რეგისტრაციის გარეშე კომენტარის დამატებასაც ისევ თუ აკრძალავთ მთლად კანფეტ!
არაფერს.
ძაან კაი სიახლეებია წარმატებები👍🏻
მივიდა?
არა ლაშა.შანიძე.00@მაილ.რუ ეს მაილია და აქ გამომიგზავნე რო გამოაგზავნი მომწერე აქ და მერე შევალ და ვნახავ წინასწა მადლობა
მივიდა?
მოვიდა მადლობა გაიხარე
კარგია. მომწონს ეს სიახლეები. ასე გააგრძელეთ. 👍👍
მივიდა?
მე ვარ პროვოკატორი? 😀
კონკრეტულად არავისზე მითქვამს, ზოგადად ვთქვი, შენი კომენტარები კი არც წამიკითხავს. ჰალამადრიდი საიტია რეალის ფანკლუბი.
კომენტარების ძველი ვერსია დააბრუნეთ რა🙏🏼🙏🏼🙏🏼
კაია საღოლ
მეილი მომწერე.
შანიძელასჰა5@ჯიმაილ.ქომ ეს არის ჯმაილი და აქ გამომიგზავნე