ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიზმანი: ”არ ვგეგმავ ”ბარსაში” გადასვლას”

გრიზმანი: ”არ ვგეგმავ ”ბარსაში” გადასვლას”

გრიზმანის აგენტი ამტკიცებს, რომ ”ბარსას” მოლაპარაკება არ დაუწყია მისი კლიენტის ტრანსფერზე.

ფეხბურთელის აგენტი, ჯონ უილიამსი ამტკიცებს, რომ პირველად გაიგო ”ბარსასა” და ”რეალ სოსიედადს” შორის შესაძლო მოლაპარაკების გამართვაზე პრიმერას გასული სეზონის აღმოჩენის, ანტუან გრიზმანის შესახებ: ”ბიჭი ”რეალ სოსიედადში” გაიხსნა და ახლა ეს გუნდი მისთვის იდეალურია. ინფრომაცია ჩემი კლიენტის შესახებ ჭორია და არ მესმის, საიდან გავრცელდა ის პრესაში. დღევანდელ დღეს საუბრები ამ თემაზე უაზრობაა”.

ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა გუშინ ”RMC”-სთან საუბრისას განაცხადა: ”მე არ ვგეგმავ ”ბარსაში” გადასვლას, რადგან ვილიას და პედროს შემცვლელი გავხდები, ”სოსიედადში” კი საკმარისი სათამაშო დრო მაქვს”.

20 წლის გრიზმანი სან-სებასტიანურ კლუბში 2009 წლიდან ასპარეზობს. ბოლო სეზონში ფრანგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 7 ბურთი. აღსანიშნია ის, რომ გრიზმანს ”სოსიედადთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული. ნიჭიერი ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში