4 წლიანი მუშაობის და ტრიუმფის შემდეგ, 2012 წელს, პეპ გვარდიოლამ “ბარსელონა” დატოვა, სპეციალისტმა უკანასკნელ შეხვედრაში ესპანეთის თასი მოიგო.
მაშინ გვარდიოლას წასვლას გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი ასე გამოეხმაურა:
“ჩვენ ყველას გვსურდა გვარდიოლას დარჩენა და ეს მასაც ვუთხარით. ეს ცუდი ამბავია, თუმცა კარგი ის არის, რომ ყველაფერს ტიტო ვილანოვა გააგრძელებს. ტიტულების მოგებაზე და გამარჯვებებზე ახლა უფრო დიდი მოტივაცია გვექნება.”,
– განაცხადა პუიოლმა 2012 წლის მაისში.
გვარდიოლამ “ბარსელონასთან” ერთად მწვრთნელის რანგში 14 ტიტული მოიგო, ამჟამად ესპანელი “მანჩესტერ სიტის” თავკაცი გახლავთ.




ტიტოს არ დაცალდა თორე ეპოქას ეგეც შექმნიდა