workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემილი რუსო: ნეიმარს იმ შემთხვევაში დავიბრუნებთ, თუ მისი უფასოდ დამატება შეგვეძლება

ემილი რუსო: ნეიმარს იმ შემთხვევაში დავიბრუნებთ, თუ მისი უფასოდ დამატება შეგვეძლება

“ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ემილი რუსომ, L’Esportiu-სთან ინტერვიუში ის პირობები დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავის, ნეიმარის კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე იზრუნებს. 

ბოლო ჩემპიონთა ლიგა სწორედ ნეიმართან ერთად მოვიგეთ, პსჟ-სთან 6-1 მოგებაში კი მან ყველაზე დიდი როლი ითამაშა. 
დიდი ფულის გადახდა იმისთვის, რომ ნეიმარი დაბრუნდეს, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ თუ მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობა იქნება, ამაზე ვიფიქრებთ. 
ამასთან ერთად, ნეიმარმა “ბარსელონას” წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან უნდა გამოიტანოს. 

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის სამოქმედო გეგმას პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ერთობლივად დაგეგმავს, ასე რომ თითოეული მათგანის, მათ შორის რუსოს პოზიცია, მნიშვნელოვანი იქნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 28 ნოე 2020, 15:06

    ეს თუ დააბრუნეს და ბარსა "მეტი ვიდრე კლუბი" აღარ იქნება

  • Giorgi99
    schedule 28 ნოე 2020, 14:02

    ესენი ღადაობენ უკვე, ხელფსის გარეშეც ხომ არ უნდა რომ ითამაშოს : დ :დ : დ