workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინ ბრეითუეიტი ედენ აზარის კვალდაკვალ

მარტინ ბრეითუეიტი ედენ აზარის კვალდაკვალ

თავიანთი ამჟამინდელი გუნდების მაისურით მარტინ ბრეითუეიტისა და ედენ აზარის ანგარიშზე 3-3 გატანილი გოლია.

Diario AS-ის ცნობით, ამ მაჩვენებლამდე მიღწევისთვის “ბარსელონას” თავდამსხმელს 1224 წუთით ნაკლები დასჭირდა, რაც 13 თამაშზე მეტს უტოლდება.

კატალონიელებმა დანიელის სანაცვლოდ 18 მილიონი გადაიხადეს, ხოლო “ლოს ბლანკოსს” ბელგიელის შეძენა 100 მილიონი ევრო დაუჯდა.

“ბლაუგრანას” 9-იანმა ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გამორჩეულად ითამაშა. მან ორ გოლთან ერთად საკუთარ აქტივში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მარტინმა პირველი გოლი ივნისში, “მალიორკასთან” სტუმრად 4-0 გამარჯვების დროს გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • lesane C
    schedule 27 ნოე 2020, 01:30

    ციტატა: Andria
    როგორც გინდათ ისე ისაუბრეთ ამ ტიპზე ფაქტი ისაა რომ როცა თამაშობს 100 იხარჯება და შანსებსაც იყენებს ამას ძირითადში ვინ ათამაშებს თორე ძალიან ბევრს შეყრიდა გეუბნებით


    რამდენს შეყრიდა არ ვიცი,მარა მონდომებული როა და არც ისე ცუდად გამოიყურება(რა დროც ეძლევა იმის გათვალისწინებით) ეგ ფაქტია

  • M10 S9 D11
    schedule 27 ნოე 2020, 00:45

    ციტატა: Wtf man
    იმედია გრიზმანს არ გააკარებს ძირითადს და ეს მაგის მაგივრად. ყველაზე ოპტიმალური ესეთია დღეის მდგომარეობით ბარსას ძირითადი
    შტეგენი
    დესტი არაუხო ლენგლე ალბა
    პიანიჩი დეიონგი
    მესი კოუტინიო დემბელე
    ბრეიტვეტი
    დემბელე-დელაფუენტე კოუტინოო-პედრი ბრეიტვეიტი-გრიზი პიანიჩი-ბუსი დეიონგი-პუჩი. ეს ცვლილელებები უნდა აკეთოს ხოლმე ხანდახან მესიც დაასვენოს და ტრინკაო ათამაშოს


    კოუტინიოს ადგილზე გრიზმანს ჩავსვამდი

  • Wtf man
    schedule 26 ნოე 2020, 22:21

    იმედია გრიზმანს არ გააკარებს ძირითადს და ეს მაგის მაგივრად. ყველაზე ოპტიმალური ესეთია დღეის მდგომარეობით ბარსას ძირითადი
    შტეგენი
    დესტი არაუხო ლენგლე ალბა
    პიანიჩი დეიონგი
    მესი კოუტინიო დემბელე
    ბრეიტვეტი
    დემბელე-დელაფუენტე კოუტინოო-პედრი ბრეიტვეიტი-გრიზი პიანიჩი-ბუსი დეიონგი-პუჩი. ეს ცვლილელებები უნდა აკეთოს ხოლმე ხანდახან მესიც დაასვენოს და ტრინკაო ათამაშოს

  • Andria
    schedule 26 ნოე 2020, 22:07

    როგორც გინდათ ისე ისაუბრეთ ამ ტიპზე ფაქტი ისაა რომ როცა თამაშობს 100 იხარჯება და შანსებსაც იყენებს ამას ძირითადში ვინ ათამაშებს თორე ძალიან ბევრს შეყრიდა გეუბნებით