ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას “ბარსა” ბარიერებს ამსხვრევს

გვარდიოლას “ბარსა” ბარიერებს ამსხვრევს

“ბარსელონამ” წელს მხოლოდ ტიტულები არ მოიგო, მან რამდენიმე არასასურველი და უსიამოვნო ნავსიც გატეხა, მაგალითად “ესპანიოლისა” და “ვალენსიას” დამარცხება მათსავე მოედანზე.

 

პირველი გამარჯვება

 

მას შემდეგ, რაც გვარდიოლა სათავეში ჩაუდგა “ბარსას”, გუნდმა პირველად მოახერხა ამ სეზონში “ესპანიოლის”, “ატლეტიკო მადრიდისა” და “ვალენსიას” მიწებზე გამარჯვება. პირველ და მეორე სეზონში გუნდი “ატლეტიკოსთან” 4:3 და 2:1 დამარცხდა გასვლაზე, “ესპანიოლთან”, რომელმაც ახალი სტადიონი ააშენა 0:0 ითამაშა წინა წელს, ხოლო “ვალენსიასთან” ორივე წელიწადს, შესაბამისად 2:2 და 0:0 ითამაშა. 2010/2011 წლების სეზონში კი სამივე მოედანზე გამარჯვება იზეიმა “ბლაუგრანამ”.

 

დაუმარცხებლები ჯგუფურ ეტაპზე

 

კატალონიის “ბარსელონა” დაუმარცხებელი იყო 2010/2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მათ მოუგეს “რუბინს”, “პანათინაიკოსსა” (2–ჯერ) და “კოპენჰაგენს”, ხოლო ურთიერთშეხვედრებში დანიურ და ყაზანურ კლუბებთან ქულები გაიყვეს. წინა წლებში კი დამარცხება ორჯერ იგებეს, 2008/2009–ში დონცეკის “შახტართან” და 2009/2010–ში ყაზანის “რუბინთან”.

 

პირველი საგარეო მოგება ჯგუფური ეტაპის შემდეგ

 

კატალონიის “ბარსელონამ” 2008/2009 წლების სეზონშიც და 2009/2010 წლების სეზონშიც მიაღწია 1/2 ფინალს, თუმცა საგარეო მატჩები მათ არცერთხელ არ ჰქონდათ მოგებული. წელს ეს ნავსი გატყდა და მათ “შახტარი” 0:1 დაამარცხეს გასვლაზე, გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

 

მესიმ მოახერხა გოლი გაეტანა მოურინიოს გუნდისთვის და ასევე აეღო  მეტოქის კარი ინგლისში

 

ლიონელ მესიმ ამ სეზონში 53 გოლი გაიტანა, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. აღსანიშნავია, რომ არგენტინელს თავის კარიერის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი იმ გუნდისთვის, რომელსაც ჟოზე მოურინიო მოძღვრავდა, ასევე მას არცერთხელ შეურხევია მეტოქის კარის ბადე ინგლისის ტერიტორიაზე. ლეომ ორივე ნავსი გატეხა, გაუტანა რა 3 გოლი ჟოზე მოურინიოს “რეალს” (1 ლა ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაში), აიღო “მანჩესტერელთა” კარი ლეგენდარულ “უემბლიზე”, რომელიც ინგლისში, ლონდონში მდებარეობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში